საქართველოში 2019 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დააზუსტეს

© FB / Георгий Квирикашвили"ბადაგონის" ღვინის ქარხანა
ბადაგონის ღვინის ქარხანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მეტი წილი ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს და გადამამუშავებელ მრეწველობას ეკუთვნის.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. 2019 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ, 2018 წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით, 5% შეადგინა. ამის შესახებ საუბარია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

წინასწარი მონაცემების თანახმად, ეკონომიკური ზრდა 5,1%-ის დონეზე იყო მოსალოდნელი.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა - Sputnik საქართველო
საქართველოში 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ მოლოდინებს გადააჭარბა

დაზუსტებული მონაცემებით, არსებული ფასების პირობებში, 2019 წლის მშპ-მა 17,7 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. დეფლატორმა საანგარიშო პერიოდში 6,6% შეადგინა. მშპ-მა ერთ სულ მოსახლეზე – 4 763,5 დოლარი.

საქართველოს მშპ-ის ზრდამ 2019 წლის პირველ კვარტალში შეადგინა 5% 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მეორე კვარტალში – 4,6%, მესამეში – 5,8%, მეოთხეში – 5,3%.

ეკონომიკის წამყვანი დარგები

2019 წელს ყველაზე მეტი ზრდა ტელეკომუნიკაციების, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის, ასევე დასვენებისა და გართობის სფეროებში შეიმჩნეოდა.

2019 წლის საქართველოს ეკონომიკის 5 წამყვანი სფერო

ეკონომიკის სფერო  ზრდა %
ტელეკომუნიკაციები 15,2
სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა 14,4
დასვენება და გართობა 14,3
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება  9,6
ადმინისტრაციული საქმიანობა 9,4

ვარდნა დაფიქსირდა ადმინისტრაციული მართვის (-2,7%), ფინანსური საქმიანობის (-2,1%), სამთო-მომპოვებელი მრეწველობის (-2%) და სოფლის მეურნეობის (-1,1%) სფეროებში.

მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების, გადამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის სფეროები.

მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილის მქონე 5 წამყვანი დარგი:

ეკონომიკის სფერო  ხვედრითი წონა მშპ-ში %
ვაჭრობა          14,4
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები 11,5
გადამამუშავებელი მრეწველობა 10,1
მშენებლობა    8,6
სოფლის მეურნეობა 7,2

როგორ აისახება კორონავირუსი ეკონომიკაზე

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი დემურ გიორხელიძე კორონავირუსისგან ეკონომიკისთვის მიყენებულ უზარმაზარ ზარალზე საუბრობს.

ლარმა გაუფასურება 9 მარტიდან დაიწყო. პროცესის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა განახორციელა ჯამში 100 მილიონი დოლარის ოდენობის სამი ინტერვენცია.

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
ფინანსთა მინისტრი: კორონავირუსის გამო ეკონომიკა სტიმულირებას საჭიროებს

„მსოფლიო კრიზისების ეპოქაში შედის... ეკონომიკა დაზარალდება და საქართველოც დაზარალდება. ის უკვე დაზარალებულია. მაგრამ საქმე ისაა, რომ გადავარჩინოთ ადამიანები და გადავარჩინოთ ის ეკონომიკური სუბიექტები, რომლებიც ვირუსის გაქრობის შემდეგ სწრაფად შეძლებენ საქმიანობის განახლებას“, – განუცხადა გიორხელიძემ „Sputnik-საქართველოს“.

ეროვნული ბანკის ძალისხმევის მიუხედავად, იმპორტიორებმა უკვე განაცხადეს, რომ არ შესწევთ არსებული ფასების შენარჩუნების ძალა და საქონელი გაძვირდება.

გახარია: კორონავირუსის ზემოქმედება საქართველოს ეკონომიკაზე უნდა იყოს მინიმიზირებული>>

საქართველოს მთავრობამ, თავის მხრივ, დაამტკიცა პირველი აუცილებლობის სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების პროგრამა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა გამიზნულია სურსათის ცალკეული სახეობების ფასების დაზღვევისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0