თურნავა: ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით შეფერხებებს არ ველოდებით

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა გამოიჩინონ სიფრთხილე და მედიკოსთა რეკომენდაციები შეასრულონ, ხოლო ენერგეტიკოსები მათ სახლებში სითბოთი და შუქით უზრუნველყოფენ

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. კორონავირუსის გამო საქართველოს არ ემუქრება შეფერხებები ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

კორონავირუსის გავრცელების გამო საერთო პანიკის ფონზე მოსახლეობა შიშობს, რომ მალე ქვეყანაში ბუნებრივ აირს და ელექტროენერგიას გათიშავენ.

რიგები სუპერმარკეტებში - Sputnik საქართველო
დავითაშვილი: რაც დღეს ხდება სასურსათო მაღაზიებში, ყოვლად მიუღებელია

„ჩვენი ენერგოსისტემა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და სრულად გამართულია. ეს შეეხება გაზის მომარაგების სისტემას – იქნება ეს სახელმწიფო გაზის ტრანსპორტირების კომპანი, თუ კერძო გაზგამანაწილებელი კომპანიები. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მინდა, რომ საყოველთაო მოწოდებას შევუერთდე და ვთქვა, რომ ქალბატონებო, ბატონებო, დავიცვათ სიფრთხილე, დავიცვათ მედიკოსთა რეკომენდაციები, მშვიდად დარჩით სახლში და ჩვენ, ენერგეტიკოსები ვიმუშავებთ თქვენთვის“,- განაცხადა თურნავამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით შეფერხებები მოსალოდნელი არ არის.

დავითაშვილი: მოსახლეობა სურსათს შეუფერხებლად მიიღებს >>

22 მარტის დილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 54-ს მიაღწია, კარანტინში 2 956 ადამიანია, კიდევ 291 ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. მიზეზი გახდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა და ინფექციის შიდა გავრცელების საფრთხე.

ყველა ახალი ამბავი
0