კარანტინის პირობებში როგორ დაითვლიან კომუნალურ გადასახადებს

© photo: Sputnikმრიცხველი
მრიცხველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კარანტინის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილი იქნება მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა თუ სასმელი წყლის ოდენობა დაიანგარიშოს მომხმარებლის მიერ გასული წლის იმავე თვეში დაფიქსირებული მოხმარების მიხედვით.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) კარანტინის პირობებში მრიცხველებიდან მაჩვენებლებს არ აიღებს და ფორსმაჟორის შემთხვევაში დათვლის ახალ სისტემას შემოიღებს.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დაფიქსირებული. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება და ქვეყანაში კარანტინს შემოიღებენ. 

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

სემეკის გადაწყვეტილებით, კრონავირუსის პირობებში კარანტინისა და ფორსმაჟორული ვითარების გამო კომპანია უფლებამოსილი იქნება მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა თუ სასმელი წყლის ოდენობა დაიანგარიშოს შესაბამისი მომხმარებლის მიერ გასული წლის იმავე თვეში დაფიქსირებული მოხმარების მიხედვით.

განსხვავება ფაქტობრივ (მომხმარებლის მიერ რეალურად მოხმარებულ) და დარიცხულ (წინა პერიოდის მოხმარების მიხედვით დარიცხულ) მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს/გადაანგარიშდეს მრიცხველის ფაქტობრივი ჩვენების შესაბამისად.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე კარანტინში იმყოფება.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი.

დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები. მთავრობამ, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ავტოგასამართი სადგურები და ბანკები.

გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

 

ყველა ახალი ამბავი
0