უდაბნოს კალიაღა გვაკლდა!

გამოწერა
საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო გვამშვიდებს, რომ უდაბნოს კალია ჩვენთან ფეხს ვერ მოიკიდებს – ის სხვა ადგილებში მოძრაობს. ეს ნიშნავს, რომ პანიკა სოციალურ ქსელებში საფუძველს მოკლებულია

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საქართველოს უდაბნოს კალიის მიგრაციის საფრთხე არ ემუქრება, აცხადებენ ქვეყნის სურსათის ეროვნულ სააგენტოში სოციალურ ქსელში გაჩენილი მცირე პანიკის საპასუხოდ.

ბაზარი - Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს მკაცრ რეკომენდაციებს აძლევს

ბოლო დღეებში სციალური ქსელების მომხმარებლები კორონავირუსზე არანაკლებ შეაშფოთა ინფორმაციამ საქართველოში უდაბნოს კალიის შესაძლოა გამოჩენის შესახებ.

სააგენტო Новости-Грузия–ს განუცხადეს, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ყოველ წელს აქვეყნებს სხვადასხვა სახეობის, მათ შორის უდაბნოს კალიის მიგრაციის რუკას, რომელიც გავრცელებულია აფრიკის კონტინენტზე, არაბეთის ნახევარკუნძულზე, ერაყისა და ირანის სამხრეთ ნაწილში.

„აღნიშნული მავნებელი საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს დაფიქსირებულა და ორგანიზაციის 2020 წლის პროგნოზით, მავნებლის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მისი შემოჭრა საფუძველს მოკლებულია“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სურსათის სააგენტოში ასევე აღნიშნავენ, რომ ყოველწლიურად ტარდება ღონისძიებები მაროკოული და იტალიური კალიების წინააღმდეგ, რომლებიც კახეთსა და ქვემო ქართლში შეინიშნება. ამ მხრივ ვითარება კონტროლდება – მავნებლები სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთებს არსებით ზარალს ვერ აყენებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს>>

იტალიური კალიის გარდა, საქართველოში სხვა სახეობებიც არის გავრცელებული, რომლებიც საშიშროებას არ წარმოადგენენ.

ყველა ახალი ამბავი
0