სამედიცინო ნიღბების შეკერვა ზუგდიდშიც დაიწყეს

© Sputnik / Alex Shlamovახალგაზრდა პირბადით
ახალგაზრდა პირბადით - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირბადეების წარმოებას საქართველოში უკვე მეორე საწარმო შეუდგა, პროგრამაში ჩართვას უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე საწარმო აპირებს

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ზუგდიდის სოციალური სამკერვალო ფაბრიკა „ჰანგი“ სამედიცინო პირბადეების შეკერვას შეუდგა, დაცულია ყველა სტანდარტი და ნორმა, ნათქვამია საწარმოს ადმინისტრაციის განცხადებაში.

ნიღბის შეკვეთა ნებისმიერი რაოდენობით შეუძლია ნებისმიერ ფირმასა და ფიზიკურ პირს. ერთი ცალი პირბადის ღირებულებაა 50 თეთრი.

სამკერვალო ფაბრიკაში 10 თანამშრომელი მუშაობს. აქედან სამი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.

ქალი პირბადით - Sputnik საქართველო
სამედიცინო პირბადეები საქართველოში დეფიციტური აღარ იქნება

პირბადეების მასობრივ წარმოებას უკვე შეუდგა კომპანია „აჭარა ტექსტილი“, რომელსაც თავისი საწარმო ფოთში აქვს. პირველი პარტია – 500 ათასი ცალი ნიღაბი დღეს, 19 მარტს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რომელიც დღეს ფოთში პირბადეების პირველი პარტიის პრეზენტაციას დაესწრება, პროგრამაში უკვე ჩაერთო ათამდე სამკერვალო საწარმო, ასევე რამდენიმე ფირმა, რომლებსაც საჭირო მასალა შემოაქვთ.

საუბარია მრავალჯერადი გამოყენების ნიღბების წარმოებაზე, რომლებსაც გამოყენების ინსტრუქცია მოჰყვება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 40–ს მიაღწია>>

19 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულია 40 ადამიანი. ერთი გამოჯანმრთელდა, კარანტინში იმყოფება 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში – 216.

ყველა ახალი ამბავი
0