საპორტო ამწეები

ნებართვის მიღების პროცედურა დაწყებულია: როდის გახდება ფოთის პორტი ღრმაწყლოვანი?

55
(განახლებულია 12:13 28.03.2020)
APM Terminals Poti–მ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 11 თებერვალს მიმართა ფოთში მიწით სარგებლობასა და ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე უფლების მისაღებად.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. კომპანია APM Terminals Poti, რომელიც ფოთის პორტის მფლობელია, მარტის ბოლოს ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე დაწყებით ნებართვას მიიღებს, განაცხადა  კომპანიის გენერალურმა დირექტორმა კელდ მოსჰაარდ კრისტენსენმა. 

 

ფოთის პორტის გაფართოების პროექტის ფარგლებში, APM Terminals Poti–მ ოფიციალურად განაახლა  ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობისთვის აუცილებელი ნებართვის მიღების პროცესი.

„ეკონომიკის მინისტრი დაგვპირდა, რომ დაწყებით ნებართვას თვის ბოლოს მივიღებთ, 26 მარტისთვის. პროექტის საერთო ღირებულება ერთ მილიარდ ლარამდეა. ყველაფერს ჩვენ დავა ფინანსებთ. ერთადერთი თხოვნა მთავრობისადმი ის გვაქვს, რომ ტერმინალზე ჩვენი წვდომა უზრუნველყოს — როგორც გზებზე, ისე რკინიგზის მიმართულებით“, — განაცხადა კრისტენსენმა.

APM Terminals Poti მზადაა, გააფართოვოს ფოთის საზღვაო ნავსადგური, რათა საქართველოს თანამედროვე ლოგოსტიკური ჭიშკარი ჰქონდეს, რომელიც Panamax–ის ტიპის ხომალდებს მოემსახურება. კრისტენსნის თქმით, ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. 

APM Terminals Poti–მ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 11 თებერვალს მიმართა ფოთში მიწით სარგებლობასა და ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე უფლების მისაღებად. ეს ნებართვის გაცემაზე სამსაფეხურიანი პროცედურის პირველი ეტაპია. კრისტენსენს იმედი აქვს რომ კომპანია წარმატებით გადალახავს ყველა ეტაპს. 

ფოთის პორტის გაფართოვების პროექტი 

APM Terminals Poti პროექტის გან ხორციელებას 24-30 თვეში გეგმავს. ის ორი ფაზისგან შედგება. პირველი ფაზა 1,7 ათასი მეტრი სიგრძის მოლის მშენებლობასა და ასევე 400 მ სიგრძისა და 13,5 მ სიღრმის მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ითვალისწინებს. ეს პორტს 9 ათას TEU–მდე ხომალდების მიღების საშუალებას მისცემს.

მეორე ფაზა 300 მეტრიანი საკონტეინერო ნავმისადგომის მშენებლობას მოიაზრებს, სადაც სამი ამწე იქნება განთავსებული და რაც წლიურ ტვირთამწეობას 1 მლნ TEU–მდე გაზრდის.

55