ფასები, ნავთობი, კორონავირუსი: საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის შეკავებას გეგმავს

© photo: Sputnikეროვნული ვალუტა
ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სავალუტო ბაზარზე გავლენა იქონია როგორც კორონავირუსის გავრცელებამ, ისე ნავთობზე ფასების ვარდნამ, აცხადებენ ეროვნულ ბანკში

 

თბილისი, 12 მარტი — Sputnik.  საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოში ინფლაციის შესაჩერებლად ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს და მოვლენების განვითარებას ელოდება. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერმა ეკონომიკის სტიმულირებისთვის გეგმის შემუშავების დავალება გასცა

თებერვლის მონაცემებით, ინფლაციის წლიურმა დონემ თებერვალში 6,4% შეადგინა იმ დროს, როცა მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. ამასთან, ორშაბათიდან ლარი 6,3%–ით გაუფასურდა და 2,9494 GEL/$1 შეადგინა. ექსპერტების პროგნოზით, ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით ინფლაციის დონე, შესაძლოა, გაიზარდოს.

 „მიუხედავად იმისა, რომ საგარეო მოთხოვნის შესუსტება ინფლაციის შემცირებაზე მოქმედებს, გაცვლითი კურსის გაუფასურებას საპირისპირო ეფექტი აქვს და ინფლაციურ რისკებს ზრდის. საბოლოო გავლენა ინფლაციაზე და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის რეაგირება, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ფაქტორის გავლენა გადაწონის“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მთავარი ფინანსური ინსტიტუტის მონაცემებით, დღევანდელი მდგომარეობით ამის პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა, ეროვნული ბანკი მზადაა მოვლებების ნებისმიერი განვითარებისთვის.

 „ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით ბაზრის დინამიკას და, როგორც ყოველთვის, საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატის, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ეროვნულმა ბანკმა განმარტა თუ რატომ ეცემა ლარის კურსი. 

OPEC - Sputnik საქართველო
OPEC-ის ქვეყნები ნავთობს აიაფებენ: ბირჟაზე ფასები კვლავ ეცემა

 „ლარის გაუფასურებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. ერთი მხრივ, კორონავირუსის გავრცელება გლობალურად და მოსალოდნელი ტურისტული ნაკადების შემცირება.  ამავე დროს, ნავთობის საერთაშორისო ფასების ვარდნა საქართველოს ნავთობის ექსპორტიორი სავაჭრო პარტნიორი–ქვეყნებიდან საგარეო მოთხოვნის შესუსტებასა და ფულადი გზავნილების შესაძლო შემცირებაზე მიუთითებს. შედეგად, გაიზარდა სავალუტო შემოდინებების შემცირების რისკები, რაც შესაბამისად აისახა სავალუტო ბაზარზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გამო რიგ ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეჩერების შემდეგ, შემცირდა ვალუტის გადინება ქვეყნიდან და ასევე შემცირდა ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული იმპორტი.

ეროვნული ბანკის განმარტებით, ლარისთვის დადებით ფაქტორს წარმოადგენს ექსპორტიორი ქვეყნებიდან ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების შემცირება.

9 მარტს ნავთობზე ფასები 30%-ით ჩამოიშალა მას შემდეგ, რაც 6 მარტს OPEC+–ის ქვეყნებმა ვერ შეძლეს შეთანხმებულიყვნენ და გაეხანგრძლივებინათ ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ ხელშეკრულება.

ყველა ახალი ამბავი
0