პრემიერმა ეკონომიკის სტიმულირებისთვის გეგმის შემუშავების დავალება გასცა

გამოწერა
ყველაზე მეტად ზარალდება ტურისტული ინდუსტრია, რადგან საქართველო გაცნობიერებულად ახდენს იზოლაციას თავისი ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური სტიმულირების გეგმის შემუშავება დაავალა.

ნიღბიანი ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
სახელმწიფო და საბანკო სექტორი ტურიზმს კორონავირუსის ზეგავლენისგან დაცვაში დაეხმარებიან

12 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსი 24 ადამიანს დაუდგინდა, მათ შორის ერთი 12 წლის მოზარდია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მოსალოდნელია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა, რადგან ინფექცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.

პრემიერის განცხადებით, ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვის გარდა, კორონავირუსის გავრცელების გათვალისწინებით, აუცილებელია ასევე არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ზრუნვა.

„ეკონომიკურ გუნდს ევალება, უახლოეს პერიოდში, დღის ბოლომდე, შემუშავებული გეგმის სახით წარმოგვიდგინონ ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა, რომელიც ხვალიდან განხორციელდება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ, ჯანმრთელობის გარდა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და მათი სოციალური უზრუნველყოფის წინაშე", – განაცხადა გახარიამ ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის, თუმცა, ეს დროებითი მოვლენაა და მაქსიმალური ძალისხმევის გამოჩენაა საჭირო ამ გამოწვევაზე ეფექტური პასუხისთვის.

ტიკარაძე: ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის შემოღება არ მიგვაჩნია საჭიროდ>>

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ გეგმის მთავარი შემადგენელი ტურიზმის სფერო გახდება.

საქართველოს ბანკის ფილიალი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი ტურისტული სექტორისთვის შეღავათების შემოღების მომხრეა

„ტურიზმი, რა თქმა უნდა, იქნება ამ გეგმის ცენტრალური ნაწილი, რადგან ტურისტული ინდუსტრია არის ფრონტის ხაზზე პირველი ინდუსტრია, რომელიც ზარალდება სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ შეგნებულად მივმართავთ იზოლაციას ჩვენი მოსახლეობის დასაცავად, ასევე, სხვათა შორის, მომავალი ტურისტიც დავიცვათ იმისგან, რომ საქართველო არ გახდეს ვირუსის მაღალი გავრცელების კერა", – განაცხადა თურნავამ.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემებით, ამჟამად კარანტინში იმყოფება 295 ადამიანი, ხოლო კლინიკებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 49 ადამიანი.

ხელისუფლება აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, მოუწოდებს, 14 დღის განმავლობაში არ ეკონტაქტონ ადამიანებს, ხოლო მათ, ვინც ქვეყანაშია, არ გავიდნენ საზღვრებს გარეთ.

ყველა ახალი ამბავი
0