თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7748 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0013 ლარით დაეცა.
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოს რესტორატორები განგაშს ტეხენ – პანდემიამ შემოსავალი მოუსპო და უმუშევრად დატოვა სარესტორნო ბიზნესში დასაქმებული დაახლოებით 250 ათასი ადამიანი, აცხადებენ საქართველოს რესტორნების ასოციაციაში.
როგორც ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, ამ რთულ პერიოდში სარესტორნო ბიზნესი სახელმწიფოს დახმარებას საჭიროებს.
„მხოლოდ ეპიდემიის გამოსწორებით ვერ გადარჩება ქვეყანა, თუ ეკონომიკა არ ამუშავდება. გამოწვეული არის 250 000-მდე სამუშაო ადგილის დაკარგვა, სფეროს ბოლომდე ჩამოქცევა. აქედან გამომდინარე 15-მდე ასოციაცია, რომელიც ვიკრიბებით და საერთო მესიჯის გაჟღერება გვსურს იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემა არ არის მარტო ერთ სფეროში, უნდა მოხდეს ბიზნესის აუცილებლად აჩქარებულ რეჟიმში მუშაობა, რომ გადარჩეს არა მარტო ბიზნესის რომელიმე სფერო, არამედ... უშუალოდ სახელმწიფო“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ასოციაციების წარმომადგენლები თავიანთი შეხედულებების შესახებ დეტალურად მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე ისაუბრებენ, რომელიც ოთხშაბათს, 20 იანვარს გაიმართება.
მოლების და ბაზრობების გახსნის მოლოდინში: თანამშრომელთა ტესტირების სქემა შემუშავებულია>>
რა შეზღუდვები მოიხსნება 1 თებერვლიდან და რა დარჩება, ამის გეგმა უკვე დღეს უნდა ჰქონდეს მზად საკოორდინაციო საბჭოს. ამ ეტაპზე გათვალისწინებულია მხოლოდ სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების გახსნა.
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. პროექტში „იმუშავე საქართველოდან“ ჩართვის სურვილი, 2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრის პერიოდში, 90 ქვეყნის დაახლოებით 2,2 ათასმა მოქალაქემ გამოთქვა, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახური.
პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობის დავალებით მოამზადა. ახალი პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ თვითდასაქმებულებს, სრული განაკვეთით დასაქმებულებს, ასევე მეწარმეებს, რომელთაც საშუალება აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ საკუთარი ბიზნესი. საქართველოს მთავრობა სხვადასხვა გლობალური კომპანიების თანამშრომლებს სთავაზობს ქვეყანაში ჩამოსვლას და არანაკლებ 180 დღისა საქართველოდან დისტანციურად მუშაობას. განმცხადებლის ყოველთვიური შემოსავალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2000 აშშ დოლარს.
შევსებული განაცხადების საფუძველზე საქართველოში უკვე ჩამოვიდა 742 პირი. საპროგნოზო მაჩვენებლების თანახმად, ექვსი თვის განმავლობაში ისინი ქვეყანაში დაახლოებით 9 მილიონამდე აშშ დოლარს დახარჯავენ. პროექტში უკვე რეგისტრირებული 2 190 უცხოელის ჩამოსვლა კი, 6-თვიან პერიოდში, საშუალოდ, 26 მილიონი დოლარის პოტენციურ დანახარჯს უდრის.
უცხოელებიდან, რომლებმაც შესაბამისი აპლიკაცია უკვე შეავსეს, 58% თვითდასაქმებულია, 26% სრულ განაკვეთზე მუშაობს, ხოლო 16% კი მეწარმეა.
„იმუშავე საქართველოდან“ პროექტით დაინტერესდნენ საერთაშორისო გამოცემები და სამოგზაურო მედია–პლატფორმები. პროექტის შესახებ სტატიები მოამზადეს New York Times-მა, Forbes-მა, Insider-მა, Big 7 Travel-მა და სხვა გამოცემებმა.
2021 წელს დისტანციური მუშაობისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში, რომელიც საერთაშორისო სამოგზაურო პლატფორმა Big 7 Travel–იმა შეადგინა, საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა.
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. ევროპის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში ქართველმა მებრძოლებმა ოთხი მედალი მოიპოვეს.
ევროპირველობა ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გაიმართა, სადაც ლაშა ხაჭაპურიძის მიერ გაწვრთნილმა ქართველმა კარატისტებმა ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიგეს.
ევროპის ჩემპიონის ტიტული სერგო მოვსესიანმა (65 კგ) და ლაშა ოზბეთელაშვილმა (75 კგ) მოიპოვეს, ამავდროულად ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიანტები გახდნენ. გუნდურ ჩემპიონობაში წვლილი შეიტანეს თენგიზ ბასტოიანმა (75 კგ) და ოთარ ესიტაშვილმაც (85 კგ), ისინი თავიანთ წონით კატეგორიებში ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
აღნიშნული შედეგით საქართველომ გუნდურ ჩათვლაში 24 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.