შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის აღსადგენად 1,5 მლნ ლარი გამოიყოფა

© photo: courtesy of Paata Vardanashviliშატილი
შატილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დუშეთის რაიონის სოფელ შატილში ერთადერთი სკოლა-პანსიონი, სადაც რვა მოსწავლე სწავლობდა, 2019 წლის ოქტომბერში დაიწვა.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის აღსადგენად მთის განვითარების ფონდიდან 1,5 მლნ ლარი გამოიყოფა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

გახარია: შატილში ახალი სკოლა აშენდება>>

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი ინფრასტრუქტურის სამინისტროს დღეს მთავრობის სხდომაზე გამოაქვს.

„მოგეხსენებათ, რომ შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა 2019 წლის ოქტომბერში. ჩვენ მაშინ გავეცით დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში აღვადგენდით ამ სკოლა-პანსიონს. კლიმატური პირობები გვაძლევს შესაძლებლობას, უახლოეს პერიოდში დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები. რა თქმა უნდა, ეს დაპირება შესრულდება", – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში ერთადერთი სკოლა-პანსიონი 2019 წლის ოქტომბერში დაიწვა. სკოლაში რვა მოსწავლე სწავლობდა, რომელთაგან ხუთი სკოლა-პანსიონში ცხოვრობდა. მოსწავლეებისთვის სწავლის გასაგრძელებლად დროებითი, ალტერნატიული ფართი ამბულატორიის ახალრეაბილიტირებულ შენობაში გამოიყო.

ყველა ახალი ამბავი
0