Frontera: ყოფილი თანამშრომლების მიმართ 11 თვის სახელფასო დავალიანება არ გვაქვს

© AP Photo / Hasan Jamaliნავთობსაქაჩი
ნავთობსაქაჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Frontera-ს თანამშრომლები უკვე რამდენიმე კვირაა, საპროტესტო აქციებს მართავენ კახეთსა და თბილისში და 11 თვის ხელფასების დაფარვას მოითხოვენ. ბევრმა მათგანმა სამსახური 2019 წლის დეკემბერში საპროტესტო აქციის შემდეგ დაკარგა

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. ამერიკული ნავთობ-კომპანია Frontera აცხადებს, რომ საქართველოში მუშაობის 25-წლიანი პერიოდის განმავლობაში არასოდეს ჰქონია და არც ახლა აქვს 11 თვის სახელფასო დავალიანება ყოფილი თანამშრომლების მიმართ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დღეს ამერიკული ნავთობ-კომპანია Frontera-ს ყოფილმა  თანამშრომლებმა დედოფლისწყაროში კვლავ მოაწყვეს საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეებს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ - ხელფასის დაბრუნება და ძველი პირობებით სამსახურში აღდგენა.

„ბოლო რამდენიმე წელია, რაც ეკონომიკის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები კომპანიის დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებენ მსგავს ინფორმაციას, ხოლო ბოლო რამდენიმე თვეა, რაც სამინისტრო ეწევა აქტიურ პროპაგანდას კომპანიის ყოფილ თუ ამჟამინდელ თანამშრომლებთან, რათა მათ ნებისმიერი ხერხით შეაფერხონ კომპანიის საქმიანობა, რაც სამწუხაროდ დღესაც უკანონოდ განხორციელდა კომპანიის ერთ საოპერაციო ობიექტზე“, - აცხადებენ კომპანიაში.
„ფრონტერას ყოფილი თანამშრომლების აქცია - Sputnik საქართველო
„გვემუქრებიან": ამერიკული კომპანიის ყოფილი თანამშრომლები აქციას განაგრძობენ

კომპანიის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, იმოქმედონ კანონის ფარგლებში, ხელისუფლების შესაბამის უწყებებს კი მიმართავენ, რომ სამუშაოების შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის უზრუნველყონ უსაფრთხო საოპერაციო გარემო.

Frontera-ს თანამშრომლები უკვე რამდენიმე კვირაა, საპროტესტო აქციებს მართავენ კახეთსა და თბილისში და 11 თვის ხელფასების დაფარვას მოითხოვენ. ბევრმა მათგანმა სამსახური 2019 წლის დეკემბერში საპროტესტო აქციის შემდეგ დაკარგა.

Frontera Resources Corporation — ამერიკული კომპანიაა, რომელიც ნავთობისა და გაზის ძიებითა და მოპოვებით არის დაკავებული. იგი 1996 წელს დაარსდა. კომპანიის სტრატეგია გულისხმობს ნახშირწყალბადების მოპოვების პერსპექტივების მოძიებას აღმოსავლეთ ევროპის შავიზღვისპირეთის აუზის ქვეყნებში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0