სსფ კმაყოფილია საქართველოს მაჩვენებლებით და ქვეყანას რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

© photo: Ministry of Finance of Georgia / FBსსფ-ის პრეზიდენტი მერსედეს ვერა-მარტინი
სსფ-ის პრეზიდენტი მერსედეს ვერა-მარტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სსფ-ის მისია მიიჩნევს, რომ სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება გაზრდის ქვეყნის ეკონომიკის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ და გააუმჯობესებს ეკონომიკის ზრდის საშუალოვადიან პერსპექტივას.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საჭიროა გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და 2020 წლის ბოლომდე ინფლაციის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებლამდე შესამცირებლად, აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის განცხადებაში, რომელიც საქართველოში მისი ვიზიტის დასრულებისას გაკეთდა.

2020 წლის 5-11 თებერვალს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სსფ-ის მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და სტრუქტურული რეფორმების პროგრესის შეფასება.

ეკონომიკის რეკორდული მაჩვენებლები

„საქართველოს ეკონომიკის ზრდა კვლავაც მყარია. წინასწარი შეფასებების მიხედვით, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5,2% შეადგინა, რაც სსფ-ის 4,6%-იან პროგნოზს აღემატება, ხოლო 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე, მშპ-ის 4,4%-მდე", – აღნიშნულია მისიის განცხადებაში.

გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
გახარია: ეკონომიკური ზრდა მოქალაქეებზე უნდა აისახოს

დოკუმენტში მითითებულია ასევე, რომ იმპორტი თითქმის არ გაზრდილა მაღალი შიდა მოთხოვნის მიუხედავად, ექსპორტი კი 12%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, დაკრედიტების ზრდის ტემპი შენარჩუნდა, რაც ნაწილობრივ ბანკებისთვის უცხოური ვალუტის სარეზერვო მოთხოვნების შემცირებით იყო განპირობებული.

„შემოსავლების ზრდამ შესაძლებლი გახადა სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა რეკორდულ მაჩვენებლამდე (მშპ-ის 8%-მდე) ისე, რომ ფისკალური დეფიციტი არ გაზრდილა და მშპ-ის 2,1% შეადგინა. ინფლაცია 2019 წლის ბოლოს 7% იყო, შემდეგ იკლო და იანვარში 6,4% შეადგინა წინა წელთან შედარებით", – ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარე წლის პროგნოზი

სსფ-ის მისიის აზრით, საქართველოს ეკონომიკის 2020 წლის ზრდის პერსპეტივა სტაბილურია და ზრდის პროგნოზი 4,3%-ს შეადგენს, ხოლო რისკები დაბალანსებულია 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი აქტივობის გამო.

სწრაფი გადახდის აპარატი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი დაკრედიტების წესების შერბილების პირობას დებს, თუმცა ვადებს არ ასახელებს

„პროგნოზის თანახმად, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს (წლიურ 3%-ს) 2020 წლის ბოლოს მიუახლოვდება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამო, ასევე ერთჯერადი ფაქტორების გავლენის მილევასთან ერთად", – ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც მისიას მიაჩნია, გაურკვეველი საერთაშორისო პერსპექტივა მოითხოვს გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებას, რეზერვების დაგროვებას და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებას.

„სსფ-ის გუნდი მიესალმება ხელისუფლების განზრახვას, შეინარჩუნოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ვიდრე ეს საჭირო იქნება და ასევე განახორციელოს პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა", – ხაზგასმითაა აღნიშნული განცხადებაში.

რეფორმები, როგორც გზა სტაბილური ეკონომიკისკენ

სსფ-ის მისიის განცხადებით, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება მნიშვნელოვანია საგარეო შოკებისადმი მდგრადობის გასაზრდელად და უფრო მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საშუალოვადიან პერიოდში.

„მისია იწონებს ბანკების რეზოლუციის ახალი ჩარჩო-მექანიზმის ამოქმედებას და გადახდისუუნარობის კანონის მიღებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. არსებული ვითარება რეფორმების გაგრძელების საშუალებას იძლევა, ვგულისხმობთ საბაზისო პენსიებისთვის ინდექსირების წესის შემოღებას, ინფრასტრუქტურაში ინვესტირების საჭიროებების დაკმაყოფილებას და განათლების გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის საქმიანობას და შექმნის სამუშაო ადგილებს", – ნათქვამია განცხადებაში.

კარიერი - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებას აუქციონზე სასარგებლო წიაღისეულის 100 ობიექტი გააქვს

დოკუმენტში აღნიშნულია ასევე, რომ 2020 წლის ბიუჯეტი მართებულად ინარჩუნებს ნეიტრალურ ფისკალურ პოზიციას. ფისკალური დეფიციტი 2020 წელს იზრდება მშპ-ის 2,4%-მდე, 2019 წლის 2,1%-თან შედარებით.

„სსფ-ის გუნდი მიესალმება ხელისუფლების ძალისხმევას დღგ-ის ანაზღაურების დაჩქარების მიმართულებით ანაზღაურების ავტომატური სისტემის შემოღებით; ასევე კერძო–საჯარო თანამშრომლობის ჩარჩოს დასასრულებლად და სახელმწიფო საწარმოების მართვის გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს, რათა ხელისუფლება იყოს ყურადღებით, რომ არ მოხდეს ფისკალური რისკების დაგროვება", – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენაა მიმართული, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის 297,5 მილიონი დოლარის გამოყოფას, საიდანაც 249,5 მილიონი დოლარი ქვეყანამ უკვე მიიღო.

პროგრამის მეხუთე მიმოხილვა 2019 წლის დეკემბერში იქნა მოწონებული. სსფ-ის მომდევნო ვიზიტი და მეექვსე მიმოხილვის მომზადება მიმდინარე წლის აპრილშია დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0