საფრთხის მიუხედავად: დავოსში გახარიას ვიზიტის მესამე დღე

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორუმის მონაწილეებს ხელის ჩამორთმევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები განაგრძო.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტი დავოსში დატვირთული იყო შეხვედრებით მსოფლიო ბიზნეს-ლიდერებთან და მისი გამოსვლით თემატურ პანელზე New Ambitions for Europe („ახალი ამბიციები ევროპისთვის“), იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.

შვეიცარიის ქალაქ დავოსში 50-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება.

გიორგი გახარიას დავოსში დაახლოებით 30 შეხვედრა აქვს დაგეგმილი >>

ფორუმი დავოსში ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. აქ იკრიბებიან სახელმწიფოს მეთაურები და უდიდესი კომპანიების წარმომადგენლები. სწორედ ეს ფორუმია ადგილი, სადაც იწყება მოლაპარაკებები შემდგომ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, თანხმდებიან კრედიტების გაცემაზე და იზიდავენ ინვესტიციებს.

წელს ფორუმს 188 ქვეყნის 2,8 ათასზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. მათ შორისაა სახელმწიფოებისა და მთავრობების 53 მეთაური, ასევე 1,7 ათასი ბიზნეს-ლიდერი.

ხელის ჩამორთმევის აკრძალვა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მესამე დღეს ამ დროისათვის ყველაზე აქტუალური თემა წამოიწია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე ეპიდემიოლოგიურ ინოვაციებში კოალიციის თავმჯდომარემ რიჩარდ ჰეტჩეტმა მოუწოდა მონაწილეებს, ხშირად დაიბანონ ხელები და ღონისძიებებზე თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევისგან, რათა ახალი ტიპის კორონავირუსის შესაძლო გავრცელება აირიდონ.

ვირუსი ქალაქში - Sputnik საქართველო
კორონავირუსის საშიშროება – საქართველოს მოქალაქეებს ახალ რეკომენდაციებს აძლევენ

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორთა მონაცემებით, დავოსში ჩინეთიდან 100-ზე მეტი მონაწილე ჩავიდა.

ოთხშაბათს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამართა საგანგებო კომიტეტის სხდომა, რომელზეც შეფასდა, წარმოადგენს თუ არა ახალი კორონავირუსი ჯანდაცვის სფეროს საგანგებო მნიშვნელობის მქონე საფრთხეს.

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უჰანში გაურკვეველი წარმომავლობის პნევმონიის აფეთქების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. პირველ დაავადებულებს ზღვის პროდუქტებთან ჰქონდათ შეხება. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი გახდა კორონავირუსის ახალი ტიპი – 2019-nCoV.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალი სახეობით ჩინეთში გარდაცვლილია 17 ადამიანი, ინფიცირებულია 450-ზე მეტი პირი. კორონავირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა იაპონიაში, ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ-კონგში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.

მთავარი გამოსვლა

ფორუმზე ქართველი პრემიერის მონაწილეობის მესამე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა მისი გამოსვლა თემატურ პანელზე New Ambitions for Europe („ახალი ამბიციები ევროპისთვის“).

გიორგი გახარია დავოსში - Sputnik საქართველო
შეხვედრები გრძელდება: საქართველოს პრემიერი დავოსში

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ეს მოედანი გამოიყენა იმისთვის, რათა ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისთვის ხაზი გაესვა და მიღწევებსა და გეგმებზე ესაუბრა.

„როდესაც საუბარია ეკონომიკაზე და ვფიქრობთ ამ მიღწევების ყველა მოქალაქემდე დაყვანაზე, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა რეალური სარგებელი მიიღონ, დაკავშირებადობის ნაწილში რეალურ პრობლემას ვაწყდებით“, – განაცხადა გახარიამ.

ამავე დროს, მან აღნიშნა საქართველოს სურვილი შავი ზღვის გავლით ევროპასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

„ჩვენთვის ევროკავშირში და ნატოში წევრობა ერთადერთი გარანტიაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ასე ვხედავთ საქართველოში ევროპასთან თანამშრომლობის პერსპექტივას. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა, როდესაც თქვენ – ჩვენი მეგობრები, ევროპის მომავალზე ისაუბრებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტნიორების ძიებაში

ფორუმის მესამე დღეს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ბანკებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გაიმართა განახლებადი ენერგიის სფეროში მოღვაწე ლიდერ კომპანია ACCIONA-სთან. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს პერსპექტივები და საინვესტიციო გარემო გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოში ქარისა და მზის ელექტროსადგურების განვითარების შესაძლებლობებს.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
მეტი ინვესტიცია და სამუშაო ადგილი: წარმოდგენილია პროექტის „აწარმოე საქართველოში" სტრატეგია

ACCIONA-ს წარმომადგენლებმა დაარწმუნეს გახარია, რომ მზად არიან გააგრძელონ მოლაპარაკებები 200 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით.

სასარგებლო იყო პრემიერის შეხვედრა შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch​-ის წარმომადგენლებთან.

ეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა საქართველოში და მიიღო 651 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სადაც თხილის კულტივაციას ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელებს. გიორგი გახარიამ მთავრობის სახელით შვეიცარიულ კომპანიას საქართველოში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

პრემიერ-მინისტრის ყველაზე საინტერესო შეხვედრა ამერიკული საინვესტიციო ბანკი Citigroup-ის ხელმძვანელობასთან შედგა. შეხვედრაზე ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პროცესში ინვესტირებით დაინტერესება გამოთქვეს.

ახალი თბოელექტროსადგური - Sputnik საქართველო
გარდაბანში კომბინირებული ტიპის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა

გარდა ამისა, Citigroup-ი საქართველოს მთავრობასთან ერთად განიხილავს – ჩაერთოს საბიუჯეტო ხარჯების სააღრიცხვო და საანგარიშსწორებო სისტემის და საგადასახადო სისტემის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაციფრულების პროცესში და ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

ფორუმზე გიორგი გახარია აგრეთვე შეხვდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალურ მდივანს ანხელ გურიას.

შეხვედრის ფარგლებში გახარია დაარწმუნეს, რომ ორგანიზაცია მხარს დაუჭერს საქართველოს საექსპორტო საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების პროცესში და ის მზადაა შექმნას პლატფორმა, რომელიც საქართველოს დაეხმარება, უკეთ გააცნოს ყველას ქვეყანაში მიმდინარე იმ რეფორმების პოზიტიური შედეგები, რომელიც იქნება გათვალისწინებული რეიტინგის შედგენის პროცესში.

საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში 24 იანვარს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0