ანაკლიის მომავალი პორტის ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკა გაჰყავთ

© photo: Anaklia Port / FBანაკლიის პორტის მშენებლობა
ანაკლიის პორტის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია Van Oord International ფსკერის დაღრმავების მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებდა და მან პირველი ეტაპი უკვე დაასრულა.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ანაკლიის პორტიდან სამშენებლო ტექნიკის გაყვანა უკავშირდება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ვალდებულებას – 30 იანვრამდე დაუბრუნოს სახელმწიფოს საინვესტიციო ტერიტორია, განაცხადა „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტოს“ დირექტორმა დავით ჯავახაძემ.

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, საბოლოოდ გაწყვიტოს საინვესტიციო შეთანხმება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, რომელმაც 2019 წლის დეკემბერში უკვე მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის ბანკებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა.

ოპოზიციის აქცია პარლამენტთან ახალი წლის ღამეს - Sputnik საქართველო
ანაკლიის პორტის ბედი და ოპოზიციის „შავი სია“ – რა ელოდება საქართველოს უახლოეს მომავალში

„იქიდან გამომდინარე, რომ 9 იანვარს სახელმწიფომ, მთავრობამ კონტრაქტი გაუწყვიტა კონსორციუმს, კონსორციუმს გააჩნია ვალდებულება 15 სამუშაო დღის განმავლობაში, ანუ 30 იანვრამდე დაუბრუნოს სახელმწიფოს საინვესტიციო ტერიტორია მფლობელობაში. შესაბამისად, სამუშაოები სწორედ ამ პროცესს უკავშირდება“, – განაცხადა დავით ჯავახაძემ პირველი არხის ეთერში.

კომპანია Van Oord International, რომელიც კონსორციუმის ქვეკონტრაქტორია, ფსკერის დაღრმავების მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებდა და მან პირველი ეტაპი უკვე დაასრულა. დემობილიზაციის სამუშაოების დაწყების შესახებ კომპანიამ სააგენტოს გასულ პარასკევს, 17 იანვარს აცნობა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, როდის დატოვებდა ტერიტორიას.

„სამუშაოები გაგრძელდება, სანამ Van Oord International-ი სრულად არ მოახდენს თავისი აღჭურვილობის გატანას. ინვესტორს აქვს ვადა 30 იანვრამდე და ეს ვადა შეუძლია გამოიყენოს თავისი შეხედულებისამებრ, მოახდინოს ტერიტორიის სრული დემობილიზაცია, რადგან ტერიტორია ისევ სახელმწიფოს მფლობელობაში გადავა“, – აღნიშნა ჯავახაძემ.

ვნებათაღელვა ანაკლიის პორტის ირგვლივ: რას გადაწყვეტს საერთაშორისო არბიტრაჟი >>

ინვესტორმა ტერიტორიიდან მთელი სამშენებლო ტექნიკის გაყვანა დაიწყო.

„დატოვებული იყო ეს ყველაფერი, რადგან გაზაფხულისთვის უნდა განახლებულიყო სამშენებლო სამუშაოები“, – განაცხადეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“.

ანაკლიის პორტი კვლავ პრიორიტეტია

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან. აქედან გამომდინარე მთავრობამ ინვესტორთან 2016 წელს ხელმოწერილი შეთანხმების გაწყვეტა გადაწყვიტა.

ანაკლიის პორტის მშენებლობა - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტზე ახალ ტენდერს ამზადებს

„ეს გადაწყვეტილება იყო სრულიად ლოგიკური, რადგან ანაკლია ჩვენი პრიორიტეტია და ვერ დავუშვებთ კიდევ უფრო მეტ დაგვიანებას... რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი აშენდება, ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია და არაფერი შეუშლის ხელს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მალე ახალი ტენდერის გამოცხადებისთვის შესაბამისი პროცედურები დაიწყება.

„რაც შეეხება შემდგომ პროცედურას, ეს იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორც ჩვენი ყველა ნაბიჯი ამ პროექტთან მიმართებაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური უწყებები გადახედავენ პირობებს, რომლებმაც 2017 წლიდან საკმაოდ დიდი ცვლილებები განიცადა ინვესტორის სასარგებლოდ.

გზა ანაკლიის პორტისკენ არ აშენდება? >>

შეთანხმების ხელმოწერიდან 2018 წლის ოქტომბრამდე სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის შეთანხმებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა. პრაქტიკულად ყველა ცვლილება ეხებოდა ვადების გაგრძელებას. ამასთან, კონსორციუმს ჩამოაწერეს 11 მლნ დოლარის ჯარიმა.

„ვფიქრობთ, აღნიშნული ტენდერი წარმატებული იქნება. დიდი იმედი გვაქვს, ძალიან მალე გამოჩნდება სხვა კომპანია გამჭვირვალე ტენდერის შედეგად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოში ორი პორტია - რისთვის არის საჭირო მესამე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრი: ანაკლიის პორტი პრიორიტეტშია, მაგრამ ფოთის პორტის პრეტენზიაც გასაგებია

საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ამასთან ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი მცირე სიღრმე – ამ დროისთვის მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.

ანაკლიის პორტის პროექტის ავტორთა გათვლებით, 2030 წლისთვის პორტი 14 მილიონ ტონა ტვირთს მიიღებდა.

ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2018 წლის ივლისში კი დაიწყო მუშაობა ფსკერის 16 მეტრამდე ჩასაღრმავებლად. ამჟამად პორტის მშენებლობა გაჩერებულია.

ყველა ახალი ამბავი
0