საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა ბოლო შვიდ წელიწადში პირველად გაიზარდა

© photo: Sputnikრკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს რკინიგზის მგზავრთნაკადმა 2019 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – 3 მილიონზე მეტი ადამიანი.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

საწარმოს ტვირთბრუნვამ 2012 წელს 20,1 მილიონი ტონა შეადგინა, ამის შემდეგ კი ყოველწლიური კლება დაიწყო. შედეგად, 2018 წელს ტვირთბრუნვის მაჩვენებელმა 10 მლნ ტონას მიაღწია. გასულ წელს, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, ის 10,8 მილიონ ტონამდე გაიზარდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე საექსპორტო ტვირთებით დატვირთული მატარებელი ივლის - Sputnik საქართველო
ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტით ავტომობილებით დატვირთულმა საიუბილეო კონტეინერმა გაიარა

საქართველოს რკინიგზის მონაცემებით, ტვირთბრუნვის ზრდა განაპირობა როგორც ვაგონებით გადაზიდვის, ისე საკონტეინერო გადაზიდვების ზრდამ. გარდა ამისა, 2018 წლიდან საქართველოს რკინიგზა ახორციელებს ხორბლისა და ქვანახშირის გადაზიდვებს ყაზახეთიდან. კერძოდ, საკონტეინერო გადაზიდვები გაიზარდა 39%-ით და 78,9 ათასი TEU შეადგინა, ხოლო მოგების ზრდამ საკონტეინერო გადაზიდვებიდან 43%-ს მიაღწია.

2019 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია აგრეთვე საქართველოს რკინიგზის მგზავრთნაკადმა – რკინიგზით გადაიყვანეს 3 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო მოგებამ გადაზიდვებიდან 31 მლნ ლარი შეადგინა.

სს „საქართველოს რკინიგზა" ქვეყანაში სარკინიგზო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების მონოპოლისტია. ამასთან, სახელმწიფომ, შესაძლოა, მალე გაყიდოს კერძო კომპანიებზე გადაზიდვების უფლება და თავისთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურული ნაწილი დაიტოვოს.

ჩინეთიდან ევროპისკენ ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტით პირველი მატარებელი დაიძრა>>

საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლება ამ მხრივ მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს. ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა ავტომაგისტრალი აღმოსავლეთი-დასავლეთი, რკინიგზის მოდერნიზაცია, სარკინიგზო განშტოება ბაქო-თბილისი-ყარსი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

ყველა ახალი ამბავი
0