ნავთობპროდუქტების იმპორტი: რამდენი საწვავი შემოიტანეს საქართველოში 2019 წელს

© Sputnik / Alexander Imedashviliაზერბაიჯანის ნავთობის გადაზიდვა რკინიგზაზე
აზერბაიჯანის ნავთობის გადაზიდვა რკინიგზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წელს ბენზინის იმპორტი გასულ წელთან შედარებით 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო დიზელის საწვავის - 0.9%-ით შემცირდა

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოში 2019 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტი თითქმის 0,3%-ით შემცირდა 2018 წელთან შედარებით და დაახლოებით 1,1 მილიონ ტონას გაუტოლდა, ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

2019 წელს საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია კვლავ რუსეთი. შემდეგ მოდიან რუმინეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ა.შ.

2019 წელს ბენზინის იმპორტმა შეადგინა 544,3 ათასი ტონა, დიზელის საწვავის - 551,7 ათასი ტონა. ბენზინის იმპორტი 2018 წელთან შედარებით გაიზარდა 0,4%-ით, ხოლო დიზელის - 0,9%-ით შემცირდა, აცხადებს ორგანიზაცია.

დიზელის მხრივ სტატისტიკა გაუმჯობესებულია

დიზელის საწვავის იმპორტის სტატისტიკა, რომელიც წლის პირველ ნახევარში იყო უარყოფითი, ბოლო ხუთ თვეში გაუმჯობესდა, აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
დიზელის საწვავზე „ევრო-5"-ის სტანდარტის შემოღება ერთი წლით გადაიდო

„ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი უნდა გაზრდილიყო ისევე როგორც სხვა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი. ეს კი უნდა მომხდარიყო ძირითადად დიზელის საწვავის ხარჯზე, ვინაიდან ყველა ის ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც განსაზვღრავს ქვეყანაში დიზელის საწვავის მოხმარებას, ძირითადად გაუმჯობესებულია. კერძოდ, გაზრდილია საავტომობილო პარკი, სატრანზიტო გადაზიდვები (28,1%), ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ა.შ.“, - აცხადებენ კავშირში.

მათი თქმით, დიზელის საწვავის იმპორტის ზრდას აფერხებს აღურიცხავი პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე პერიოდულად ჩნდება.

„რაც შეეხება ბენზინის საწვავს, მისი მოხმარება იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ იზრდება ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო პარკი. ბენზინის საწვავის ფასი ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებლებს აფიქსირებს, მაგრამ მისი იმპორტი და მოხმარება შეესაბამება ქვეყანაში არსებულ იმ ეკონომიკურ და სოციალურ რეალობას, რომლებიც განსაზღვრავენ საწვავის მოხმარების დონეს“, - აცხადებენ კავშირში.

საწვავის ფასები

2019 წელს ბენზინის იმპორტის 65,3% მოდის რეგულარის მარკის საწვავზე (А-91), 32,5% – პრემიუმზე (А-95), 2,2% – სუპერზე (А-98).

ტექდათვალიერების ცენტრი - Sputnik საქართველო
2019 წლის ტექნიკური ინსპექტირების შედეგები: 2 000 ზე მეტ ავტომობილს გადაადგილება აეკრძალა

2018 წელთან შედარებით პრემიუმ მარკის საწვავის იმპორტის წილი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა, რეგულარის მარკის საწვავის იმპორტის შემცირების ხარჯზე.

2019 წლის დასაწყისიდან რეგულარის მარკის ბენზინზე ფასი გაიზარდა დაახლოებით 16 თეთრით, პრემიუმ მარკის ბენზინზე - 8-15 თეთრით. 2019 წელს ფასები დიზელის საწვავზეც გაიზარდა: ევრო დიზელი გაძვირდა დაახლოებით 16-17 თეთრით, დიზელი - 18-29 თეთრით.

ამჟამად ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელში საშუალო ფასი ერთ ლიტრზე არის: ბენზინი სუპერი – 2,68-2,78 ლარი, პრემიუმი – 2,59-2,65 ლარი, რეგულარი – 2,45-2,57, ევრო დიზელი – 2,66-2,79 ლარი, დიზელი – 2,69-2,71 ლარი. მიმდინარე კურსი: 1 აშშ დოლარი – 2,9 ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0