ფულადი გზავნილები: საიდან გზავნიან მიგრანტები ფულს საქართველოში

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიდოლარის კუპიურა
დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით გადმორიცხული საერთო თანხის 24,7% რუსეთზე მოდის.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. 2019 წელს საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით ფულადი გზავნილების მოცულობა, 2018 წელთან შედარებით, 9,3%-ით გაიზარდა და 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე. 

ეროვნული ვალუტა ლარი - Sputnik საქართველო
საქართველოში მონეტარული პოლიტიკა კვლავ გამკაცრდა

2019 წელს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,6%-ით შემცირდა. წლის განმავლობაში რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ დაახლოებით 429 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 24,7%-ია.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში არიან ასევე იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

შემცირდა რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული ვალუტის მოცულობა – 2019 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 4,5%-ით ნაკლები იყო, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ მასალებში.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით 2019 წლის დეკემბერში ფულადი გზავნილები 14,2%-ით გაიზარდა და დაახლოებით 172,3 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველოში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობაში რუსეთი ლიდერობს – მიმდინარე წლის ოქტომბერში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით გადმორიცხული საერთო თანხის 25,4% რუსეთზე მოდის.

რა მოცულობის ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან საზღვარგარეთ

დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 25,5 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 17,7%-ით აღემატება.

სულ 2019 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ 237,4 მლნ დოლარზე მეტი გადაირიცხა, რაც 2,8%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე.

ყველა ახალი ამბავი
0