ჩინეთში იმპორტირებული პროდუქციის გამოფენას ქართული კუთხე ამშვენებდა

© photo: Wines of Georgia / FBქართული ღვინო გამოფენაზე ჩინეთში
ქართული ღვინო გამოფენაზე ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საპარტნიორო ფონდში“ მიიჩნევენ, რომ ამ გამოფენაში მონაწილეობით ქართველ მეწარმეებს  კიდევ ერთი შანსი უჩნდებათ, საკუთარი პროდუქციის რეალიზაციისთვის შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ჩინეთის ანხოის პროვინციის დედაქალაქ ხეფეიში გამართულ იმპორტირებული  და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენაში ქართული კომპანიებიც მონაწილეობდნენ, ნათქვამია „საპარტნიორო ფონდის“ ვებგვერდზე.

გზის ახალი მონაკვეთების მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
ჩინური კომპანიები რიკოთის უღელტეხილზე გზის 14-კილომეტრიან მონაკვეთს დააგებენ

ანხოის პროვინციის ინდუსტრიული პარკის საგამოფენო სივრცეში განთავსებული იყო ქართული პროდუქცია და მოწყობილი იყო  ქართული კუთხე.

„საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობის დირექტორის თამარ პატაშურის თქმით,  რომელის  გამოფენასა და ანხოის იმპორტირებული პროდუქციის ინდუსტრიის განვითარების ფორუმში მონაწილეობდა, ეს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ქართველ მეწარმეებს კი კიდევ ერთი შანსი უჩნდებათ, საკუთარი პროდუქციის რეალიზაციისთვის შეღავათიანი პირობებით ახლა უკვე ანხოის პროვინციაში ისარგებლონ.

„საპარტნიორო ფონდი ქართველ მეწარმეებს ჩინეთის 1,3-მილიარდიან ბაზარზე დამკვიდრებაში ეხმარება. ქართული ალკოჰოლური სასმელებისა და ნატურალური პროდუქტების პოპულარიზაციისთვის, ფონდის მხარდაჭერით, ჩინეთის სხვადასხვა საერთაშორისო საგამოფენო სივრცე ქართულ კომპანიებს არაერთხელ დაეთმოთ“, - აღნიშნა პატაშურმა.

ფონდის ვებ-გვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივითა და „აწარმოე საქართველოს“ შუამდგომლობით, ხეფეიში  იმპორტირებული პროდუქციის ინდუსტრიის საგამოფენო სივრცეში სპეციალურად გადმოტანილ იქნა ტრადიციული ქართული ორნამენტებით დამზადებული დეკორატიული სახლები, სადაც გრძელვადიანად იქნება წარმოდგენილი ქართული პროდუქცია, გამოფენის სტუმრებს კი ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის საშუალებაც მიეცემათ.  

საგანგაშო სტატისტიკა: ჩინური კვების პროდუქტების თითქმის 100% სახიფათოა >>

 საერთაშორისო ფორუმის მთავარ თემას წარმოადგენდა იმპორტირებული საკვები პროდუქტის გავლენა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ღონისძიების ფარგლებში, თამარ პატაშურმა შეხვედრა გამართა ანხოის პროვინციის საკვები პროდუქტების ინდუსტრიული პარკის პრეზიდენტთან და „ჩინეთის ინდუსტრიული პარკების გაერთიანების“ ვიცე-პრეზიდენტ იანგ სიასთან. იანგ სიამ აღნიშნა, რომ მათი და „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის ერთობლივი მიზანია მცირე და საშუალო კომპანიების ხელშეწყობა ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებაში.    

ყველა ახალი ამბავი
0