ნავთობის მოპოვება ზღვაში

შავი ზღვის შელფზე ნავთობის და გაზის მოძიებისთვის ტენდერი გამოცხადდა

74
(განახლებულია 15:32 16.01.2020)
ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის მოპოვება/მოძიების არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად ღია საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 

სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია საქართველოს სანაპიროებთან ორ მონაკვეთზე, რომელთა ფართობია 5,3 ათასი კვადრატული კილომეტრი და 3,5 ათასი კვადრატული კილომეტრი.

განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 20 აპრილს დასრულდება. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვება/მოძიების არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება.

ყველა დაინტერესებულ პირს 1 თებერვლიდან ობიექტების შესახებ სრული ინფორმაცია წარედგინება.

2018 წელს საქართველოში 30 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და 16,5 მლნ კუბომეტრი გაზი იქნა მოპოვებული. საქართველო წელიწადში მოიხმარს დაახლოებით 2,5 მლრდ კუბომეტრ ბუნებრივ აირს და დაახლოებით 1,2 მლნ ტონა ნავთობპროდუქტებს. ნახშირწყალბადების იმპორტირება ძირითადად ხდება აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან და ბულგარეთიდან.

74
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (76)