ნაბახუსევზე მივიწყებული ამბავი, ანუ ღირსეული სიბერის ისტორია

© Sputnik / Sergey Sitnikovპენსიონერი დეზერტირების ბაზართან
პენსიონერი დეზერტირების ბაზართან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპენსიო სისტემის რეფორმის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. პირველი შედეგები... რა მემკვიდრეობას გადაიბარებს მომავალი დირექტორი და როგორია ღირსეული სიბერის უზრუნველყოფის პერსპექტივა?

სამსონ ხონელი

დიდი დრო არ გასულა... ათი დღის წინ ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში 2019 წლის მიღწევებსა და გამოწვევებზე ვწერდი. მახსოვს, წერტილი რომ დავსვი, დარწმუნებული ვიყავი, მნიშვნელოვანი მოვლენებიდან თუ საჭირბოროტო საკითხებიდან ყურადღების მიღმა არაფერი დამრჩა. მაგრამ, არ ყოფილა ასე. გასული კვირის ბოლოს კოლეგებისგან შევიტყვე, რომ ძველი სტილით ორი წლის გასაყარზე საპენსიო სააგენტო ახალ დირექტორს ეძებს, შესაბამისი ვაკანსია კი 10 იანვარს გამოცხადდა. უმალ გამახსენდა, რომ ე.წ. შემაჯამებელ სტატიაში ჩვენი დროების მასშტაბურ სოციალურ რეფორმაზე სიტყვა არ დამცდენია. საქებარს ვინ ჩივის, თუნდაც აუგი. რატომ? სავარაუდოდ, მომდევნო სტატიაში საგანგებოდ ვაპირებდი თხრობას და ნაახალწლევს, ნაბახუსევზე მიეცა დავიწყებას. რა გაეწყობა, მკითხველის სულგრძელობის იმედად შეცდომის გამოსწორებას შევუდგები... მაშ ასე, უკვე ერთი წელი გაილია, რაც ჩვენში კერძო დაგროვებითი სისტემა ამოქმედდა. დაიწყო რეფორმა, რომელიც, ხელისუფლების ვარაუდით, პენსიონერების ღირსეულ სიბერეს უზრუნველყოფს. თანმიმდევრულად მივყვები, თუმცა, ამჯერად ბოლოდან დავიწყებ...

საახალწლოდ მორთული თბილისი - Sputnik საქართველო
საახალწლო ხურჯინი, ანუ რა ცვლილებებს გვპირდება თეთრი ვირთხა

„რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც გაგრძელდება. ამისთვის ყოველთვის ვილოცებ“, − თქვა ლევან სურგულაძემ გასული წლის დეკემბრის თვის პირველ რიცხვებში და მაშინვე გვაუწყა, რომ დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს მიმართა. გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ბუნებრივია, დაისვა კითხვაც – რატომ? ხელფასი ნამდვილად არ დაიწუნება. ანაზღაურება ხომ თვეში დაახლოებით თხუთმეტი ათასი ლარია? თავად ლევან სურგულაძემ, რომელიც უწყებას წელიწადი და ოთხი თვე ხელმძღვანელობდა, მოტივი მარტივად ჩამოაყალიბა, გვითხრა, რომ სხვა გეგმები აქვს. განცხადებას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის სჭარბობდა თავად რეფორმის მიმდინარეობის შეფასება და შესაძლო შედეგის განჭვრეტა. ექსპერტ-ანალიტიკოსთა ნაწილის მოსაზრებით, ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვილი თანხა არ დავკარგოთ. შესაძლებელია, რამდენიმე წელიწადში თანხა სახელმწიფომ უბრალოდ მიითვისოს და ვერაფერი მივიღოთ. ამგვარი ვარაუდის საფუძველს პოლონეთისა და უნგრეთის გამოცდილება იძლევა. პოლონეთში მოსახლეობამ თანხის 50 პროცენტი დაკარგა, უნგრეთში კი − სრულად. იმავე ექსპერტების შეფასებით, ჩვენი მთავრობა თავისი ინსტიტუციური მდგომარეობით არც უნგრეთისა და არც პოლონეთის მთავრობას არ სჯობს. ასე რომ, ეს არის ბომბი, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად აფეთქდება. როგორც სპეციალისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, სახელმწიფოს წარმოდგენა არ აქვს, როგორ მართოს სააგენტოს მიერ მობილიზებული ნახევარი მილიარდი ლარი და სწორედ ამით აიხსნება, რომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ჯერ კიდევ არ არსებობს.

ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
მთავარი ბანკირის „საფინალო სასტვენი“, ანუ ერთი წლის თავზე

რეფორმის ოპონენტები ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ მთავრობის ერთადერთი მიზანია – საპენსიო სააგენტოში მობილიზებული დანაზოგი სხვა საჭიროებისთვის გამოიყენოს. იყო განსხვავებული მოსაზრებებიც. კერძოდ, სპეციალისტები მიანიშნებდნენ, რომ კანონით არის განსაზღვრული, თუ მენეჯმენტმა სად და როგორ უნდა განათავსოს საპენსიო თანხები და როგორც კი გაჩნდება თანხის არასწორად განკარგვის რისკი, მენეჯმენტი სოლიდარულად აგებს პასუხს თავის ქმედებაზე. თუ ის თავის გადაწყვეტილებას სათანადოდ ვერ დაასაბუთებს, დგება მისი პასუხისმგებლობის საკითხიც.

ითქვა ისიც, რომ საპენსიო რეფორმამ დადებითი როლი ეკონომიკის განვითარებაშიც უნდა შეასრულოს. ანალიტიკოსების შეფასებით, თანხის ბანკებში აკუმულირებით საფინანსო ინსტიტუტებს გრძელვადიანი და ხელსაყრელი რესურსი უჩნდებათ ლარში. ბანკებს საშუალება აქვთ, საპროცენტო განაკვეთები შეამცირონ და საცალო დაკრედიტების პარალელურად ბიზნეს-დაკრედიტება გაზარდონ. განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ქვეყანას ალტერნატივა გარდა დაგროვებითი საპენსიო სისტემისა, ანალიტიკოსთა და სპეციალისტთა დიდი უმრავლესობის პასუხი იყო და არის − არა! გამოიკვეთა, რომ რეფორმის მომხრეები და ოპონენტები ქვეყანაში საპენსიო სისტემის მოწყობის სტრატეგიულ ხედვაზე თანხმდებიან, ტაქტიკურ მიდგომებზე კი არა. დავუბრუნდეთ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის გადადგომის საკითხს. „ლევან სურგულაძემ დიდი სამუშაო გასწია და დღეს ჩვენ გამართული საპენსიო სააგენტო გვაქვს. სავარაუდოდ, მან ჩათვალა, რომ მისია უკვე შეასრულა“, − ივარაუდა ქვეყნის პირველმა ფინანსისტმა ივანე მაჭავარიანმა. „საპენსიო რეფორმა ქვეყანაში გრძელვადიანი სოციალური სტაბილურობის ქვაკუთხედია. საწყის ეტაპზე ლევან სურგულაძემ საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქცია. ახლა, სავარაუდოდ, წასვლა უნდოდა, ძალით ხომ არ ვამუშავებთ, თანაც ის დაგვპირდა, რომ ილოცებს“, − ძალიან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა მთავრობის თავმჯდომარე გიორგი გახარია.  

საახალწლო თბილისი - Sputnik საქართველო
ხარბი ღორი, მორბენალი თეთრი ვირთხა და ჩვენი ყოფა ორი წლის გასაყარზე...

ერთი სიტყვით, უკვე ცნობილია, რომ ლევან სურგულაძის მოთხოვნა სამეთვალყურეო საბჭომ დააკმაყოფილა. ის საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობას 16 იანვრიდან დატოვებს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს თავისუფალ სავარძელს. ამ საკითხზე სახელისუფლებო კულუარებიდან არაფერი ისმის. განაცხადების მიღების ვადა 31 იანვარს იწურება. იმედია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება არ დააყოვნებს და ჩვენი ღირსეული სიბერის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ამ უწყების ხელმძღვანელის ვინაობაც მალე გაირკვევა. მანამდე კი ვნახოთ, როგორია კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლის პირველი ერთი წლის შედეგები, რა მემკვიდრეობას გადაიბარებს მომავალი დირექტორი და როგორია რეფორმის პერსპექტივა?

საპენსიო სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის ფონდში დანაზოგის სახით აკუმულირებულია 563 489 312 ლარი. თანხა განთავსებულია საქართველოს ათი კომერციული ბანკის ანგარიშებზე. დარიცხული სარგებელი 17 287 125 ლარს გაუტოლდა. კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაში დარეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა 959 548-ს, ხოლო ორგანიზაციების რაოდენობა 61 165-ს შეადგენს. რეფორმის ბენეფიციარების 90 პროცენტი ე.წ. დაქირავებით დასაქმებულია, მათი უმრავლესობის ასაკი ორმოც წლამდეა. ამ მოქალაქეებს რეფორმა სავალდებულოდ შეეხო. დანარჩენი 10 პროცენტი კი, სავარაუდოდ, თვითდასაქმებულთა კატეგორიაა. ასეთია გასული ერთი წლის შედეგი.

Грузинская национальная валюта - лари - Sputnik საქართველო
გაისად ბობრძანდით, ბატონო! ანუ მათთვის, ვისაც საკრედიტო ლიმიტი ზღუდავს

ორიოდე სიტყვა ვთქვათ ღირსეული სიბერის უზრუნველყოფის პერსპექტივაზე. საკამათო არ არის, რომ დასახული მიზნის მისაღწევად დაგროვებითი საპენსიო სისტემის პარალელურად საბაზისო პენსია უნდა გაიზარდოს. მიმდინარე წელს პენსიის კიდევ ოცლარიანი მატებაა. თუ მთავრობა პენსიის ზრდას ამ ტემპით განაგრძობს, ოცი წლის შემდეგ ის დაახლოებით 600 ლარი იქნება, რაც იმაზე მეტია, რასაც დაგროვებით სისტემაში ათასლარიანი ხელფასით ჩართული მოქალაქე იმავე ოცი წლის განმავლობაში დააგროვებს, მაგრამ, ინფლაციის გათვალისწინებით, ღირსეული სიბერისთვის არც ეს თანხა იქნება საკმარისი. შესაბამისად, სპეციალისტებისა და ანალიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებს, რომ აუცილებელია ე.წ. ჩანაცვლების კოეფიციენტის ეტაპობრივი ზრდა. რას გულისხმობ? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. ეს ნიშნავს, რომ პენსია კანონის საფუძველზე ავტომატურად ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს, არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ რყევებსა და გადაწყვეტილებებზე. ანუ, რამდენი პროცენტითაც გაიზრდება საშუალო ხელფასი, პენსიაც იმდენითვე უნდა გაიზარდოს.

ქვეყანაში არსებული საპენსიო სისტემის ეფექტურობის შესაფასებლად ჩანაცვლების კოეფიციენტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ის უჩვენებს საშუალო ხელფასსა და საპენსიო გასაცემელს შორის ფარდობით სიდიდეს. საქართველოში დღეს არსებული პენსია 220 ლარია, საშუალო ხელფასი − 1068 ლარი. ე.ი. ჩანაცვლების კოეფიციენტი 19 პროცენტია. ეს დაბალი მაჩვენებელია. ჩანაცვლების კოეფიციენტი 50 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს, სხვაგვარად რეფორმა მიზანს ვერ მიაღწევს − ასეთია სპეციალისტების აბსოლუტური უმრავლესობის დასკვნა.

საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო
უფრო გრძელი სია დავდო?... ანუ პოლემიკა უწყინარი პოსტის გამო...

თუმცა არც ეს არის საკმარისი. მათივე შეფასებით, აუცილებელია კაპიტალის ბაზრის განვითარება და, რაც მთავარია, ეკონომიკური ზრდის სტიმულირება. საპენსიო ფონდში თანხების აკუმულირებით იქმნება გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსი, რომლის სოლიდური წილის ინვესტირება ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ხორციელდება.

მიმდინარე ეტაპისთვის აკუმულირებული საპენსიო დანაზოგები საქართველოს კომერციული ბანკების ანგარიშებზეა განთავსებული და პროცენტის სახით მას გარკვეული სარგებელი ერიცხება, თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, საბანკო ანაბარზე საპენსიო დანაზოგების დიდი ხნით დაყოვნება არასასურველია. არც აჩქარება არის რეკომენდებული. რეფორმა ხომ გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი და შეცდომის დაშვება გამორიცხულია. სტრატეგიული ხედვა გულისხმობს, რომ საინვესტიციო პროცესების დროულად დაწყება უფრო სასურველი და მნიშვნელოვანია, ვიდრე თანხების დეპოზიტებზე ხანგრძლივი ვადით გაჩერება. თუ როგორ განვითარდება პროცესები, რა შედეგს მოიტანს საპენსიო სისტემის რეფორმა, დრო გვიჩვენებს. მანამდე კი, სავარაუდოდ, თებერვლის შუა რიცხვებში საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ვინაობას შევიტყობთ. გაირკვევა, ვინ არის ის იღბლიანი, ვისი ყოველთვიური ხელფასიც ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით თხუთმეტი ათასი ლარი იქნება... 

 

ყველა ახალი ამბავი
0