ქარის ელექტროსადგური

საქართველოში ორ წელიწადში ორ ახალ ქარის ელექტროსადგურს ააშენებენ

201
(განახლებულია 14:07 14.01.2020)
მხარეები უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის თაობაზე შეთანხმების გაფორმებაზე უნდა შეთანხმდნენ.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მოიწონა ენერგიის განახლებად წყაროებთან დაკავშირებით პროექტების კონცეფცია თბილისთან და კასპთან ახლოს ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Georgia Capital-ის განცხადებაში.

დღეისთვის საქართველოში ერთი ქარის ელექტროსადგურია – „ქართლი", რომლის სიმძლავრე 20 მგვტ-ია. ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა – არის ტენდენცია, რომელიც მთელ მსოფლიოში შეიმჩნევა.

ორივე სადგურის მშენებლობა პარალელურ რეჟიმში იგეგმება, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლა – 2022 წელს. საუბარია ჯამში 108 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურებზე.

Georgia Capital-ის ინფორმაციით, მხარეები უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის თაობაზე შეთანხმების გაფორმებაზე უნდა შეთანხმდნენ.

როგორც უფრო ადრე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, 2020 წელს ქვეყანაში 170 მეგავატი სიმძლავრის ახალი ხუთი ელექტროსადგური ამუშავდება. უკვე 2022 წლის ბოლოს საქართველო ქარის ელექტროსადგურებიდან 332 მეგავატის, 2025 წლისთვის - 665 მეგავატის, ხოლო 2030 წლისთვის 1,3 ათას მეგავატზე მეტის მიღებას შეძლებს.

იმერეთში შესაძლოა ქარის ელექტროსადგურები აშენდეს>>

საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ქვეყანაში 2016-დან 2018 წლამდე ელექტროენერგიის მოხმარება 6%-ით გაიზარდა, გამომუშავება კი მხოლოდ 5%-ით. შედეგად საჭირო გახდა მეზობლებისგან სამჯერ მეტი ელექტროენერგიის შეძენა.

201
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (96)
ცარიელი რესტორნები

შესაძლოა რესტორნებმა ღამის საათებში კვლავ განაგრძონ ფუნქციონირება

78
რესტორნების 22:00 საათზე დახურვის გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გადახედავს. საკითხის ხელახლა განხილვასთან დაკავშირებით პირობა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა მთავრობის მეთაურისგან მიიღო.

თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ პირობა, რომ რესტორნების 22:00 საათზე დახურვის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გადაიხედება. ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა და ვიცე-პრეზიდენტმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ინფორმაციას „საქართველოს პირველი არხი“ იუწყება.

ბურჯანაძის თქმით, საუბარია რესტორნების დივერსიფიკაციაზე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ 22:00 საათის შემდეგ ისე, რომ ვირუსის გადაცემის რისკი მაქსიმალურად შემცირდეს.

 „კონკრეტული დაპირება მიღებულია შეთავაზებიდან გამომდინარე. ბოლო რეგულაცია, რომელიც 22:00 საათზე რესტორნების დახურვას ეხება, გადაიხედება და ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ იმ სიტუაციას, რითაც შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესება და ამაზე შეპირება კონკრეტული მიღებულია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

შოთა ბურჯანაძის თქმით პრემიერთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურს ბიზნესის სფეროში არსებული პრობლემები გააცნეს.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ პანდემიის გამო სამასპინძლო ბიზნესზე დიდი დარტყმაა, რის გამოც 300 000 ადამიანზე მეტს სამსახურის დაკარგვა ემუქრება.

 „ჩვენი ასოციაციის სახელით მოთხოვნა იყო პრემიერთან შეხვედრა იმ პრობლემებთან დაკავშირებით სასაუბროდ, რომელიც დღეს აღნიშნულ სფეროში არსებობს. პრემიერმა აღნიშნა, რომ პრობლემა ძალიან დიდია და აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა ბიზნესის დახმარების კუთხით“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების გადარჩენა, აღნიშნული საკითხი კი პრემიერის მხრიდან სრულად და ადეკვატურად იქნა გაზიარებული.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს დღგ-ს გადასახადზე და ბანკებთან ურთიერთობებზე.

ბურჯანაძის განცხადებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაზე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რესტორნები თბილისსა და იმერეთის რეგიონში, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით, 16 ოქტომბრიდან მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ – მათ სტუმრების მომსახურება მხოლოდ 22:00 საათამდე შეუძლიათ.

20 ოქტომბერს კი რესტორნების სამუშაო გრაფიკი მცხეთის მუნიციპალიტეტშიც შეიზღუდა.

საქართველოში ბოლო დროს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ძალიან გაიზარდა. ქვეყანა ფაქტობრივად უკვე გადავიდა ისეთ რეჟიმში, როდესაც ინფიცირებულთა ყოველი მომდევნო სტატისტიკა რეკორდულია.

ბოლო დღეებში საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რიცხვმა 1941-ით იმატა და საერთო რაოდენობა 26503-ს შეადგენს. მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge დღის პირველ ნახევარში განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

78
თემები:
COVID-19 საქართველოში
ფოთის პორტი

ფოთის პორტი გაფართოვდება: ინვესტორებმა შეთანხმება უკვე გააფორმეს

42
(განახლებულია 11:26 24.10.2020)
APM Terminals Poti მოახდენს ინვესტირებას 400 მეტრის სიგრძის ნავმისადგომის მშენებლობაში და 13.5 მეტრამდე ფსკერის დაღრმავებაში, ხოლო კორპორაცია განახორციელებს ინვესტიციას მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის განკუთვნილ ახალ ინფრასტრუქტურაში

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. კომპანიამ APM Terminals Poti და „ფოთის ახალი ტერმინალების კორპორაციამ“ (PNTC) ხელი მოაწერეს შეთანხმებას ფოთის საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით მშრალი და ნაყარი ტვირთების ახალი ტერმინალის ერთობლივად განვითარებაზე, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, APM Terminals Poti მოახდენს ინვესტირებას 400 მეტრის სიგრძის ნავმისადგომის მშენებლობაში და 13.5 მეტრამდე ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებში, ხოლო კორპორაცია განახორციელებს ინვესტიციას მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის განკუთვნილ ახალ ინფრასტრუქტურაში, რომელიც მოიცავს მასშტაბური საოპერაციო ზონის მოწყობას და სარკინიგზო ხაზთან კავშირის უზრუნველყოფას ფოთში.

ინვესტიციების განხორციელება შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მიღებაზეა დამოკიდებული.

ფოთის პორტის გაფართოება

ფოთის პორტის მფლობელმა კომპანია APM Terminals Poti-მ მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო, რაც ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მოპოვების სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს წარმოადგენს.

კომპანიას ფოთის ნავსადგურის გაფართოება სურს, რათა საქართველოს გააჩნდეს თანამედროვე ლოგისტიკური კარიბჭე, რომელიც Panamax-ის ტიპის გემებს მოემსახურება.

APM Terminals Poti პროექტის განხორციელებას 24-30 თვეში გეგმავს. ის ორი ფაზისგან შედგება.

პირველი ფაზა 1,7 ათასი მეტრი სიგრძის მოლის მშენებლობასა და ასევე 400 მ სიგრძისა და 13,5 მ სიღრმის მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ითვალისწინებს. ეს პორტს 9 ათას TEU–მდე წყალტევადობის ხომალდების მიღების  და დამატებით 150 ათას TEU-მდე მოცულობის ტვირთების გადამუშავების საშუალებას მისცემს.

მეორე ფაზა 300 მეტრიანი საკონტეინერო ნავმისადგომის მშენებლობას მოიაზრებს, სადაც სამი ამწე იქნება განთავსებული და რაც წლიურ ტვირგამტარობას 1 მლნ TEU–მდე გაზრდის.

ფოთის პორტი ღრმაწყლოვანი ანაკლიის აშენებამდე გახდება >>

კომპანია მშრალი ტვირთების ოპერირებას გეგმავს. ეს იქნება რკინის ჯართი მთელი რეგიონიდან, სასუქი, ასევე მარცვლეული აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან.

42
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 25 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 18:14 24.10.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

25 ოქტომბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

მთვარე მერწყულის ნიშანში – ამ დღეს ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

როგორი საფულე უნდა შეარჩიონ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებმა>>

რეკომენდებულია დასვენება, ძალების აღდგენა, შინაგან სამყაროზე ზრუნვა, ფრთხილი დამოკიდებულება ძვირფასეულობის მიმართ – არის გაქურდვის, დაკარგვის ალბათობა, თავშეკავება და მოთმინება სამუშაოზე ურთიერთობებში – ამ დღეს წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარება რთული იქნება, თავის შეკავება როგორც აგრესიის, ისე კეთილი ზრახვების გამოვლენისგან, უარის თქმა მომგებიან გარიგებებზე და ავანტიურულ ღონისძიებებში ჩაბმაზე, სერიოზული საქმეების გაუქმება ან გადადება, შემოქმედებითი საქმიანობა.

არარეკომენდებულია ბიზნეს–საქმიანობა, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, კონტრაქტების დადება, დოკუმენტებზე ხელმოწერა, ვალის გაცემა და აღება.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის, მოგზაურობის დაწყებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს სჯობს, თმის შეჭრისგან თავი შეიკავოთ. შეღებვისთვის კარგი დროა. მანიკურისთვის ძალზე ხელსაყრელი დღეა.

მებაღეობა:  ვინაიდან მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია, შეიძლება მხოლოდ ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, არ ღირს პიკირება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

0