მსოფლიოში ცნობილი ბრენდი Marks&Spencer საქართველოში ტანსაცმელს შეკერავს

© photo: Business & Technology / FBსამკერვალო ფაბრიკა
სამკერვალო ფაბრიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტოს ცნობით, „იმერმა“ „მარკს ენდ სპენსერის“ აუდიტი ცოტა ხნის წინ გაიარა და მისი ოფიციალური მიმწოდებელიც გახდა

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ქუთაისში არსებული სამკერვალო „იმერი“ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის „მარკს ენდ სპენსერის“ (Marks & Spencer) ტანსაცმელს შეკერავს, ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Marks & Spencer მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული ბრენდია. ის დაარსდა 129 წლის წინ და ამჟამად ბრიტანეთში წარმოდგენილია 760 მაღაზიით, ხოლო მსოფლიოში - ევროპაში , ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში -მ420 მაღაზიით. Marks & Spencer-ის მაღაზია თბილისში წარმოდგენილია სხვადასხვა ტანსაცმლის ბრენდებით, როგორიცაა: Autograph, M&S Collection, Indigo Collection, Blue Harbour, North Coast.

სააგენტოს ცნობით, „იმერმა“ „მარკს ენდ სპენსერის“ (Marks & Spencer) აუდიტი ცოტა ხნის წინ გაიარა და მისი ოფიციალური მიმწოდებელიც გახდა.

სამკერვალო კომპანია „იმერი“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ბენეფიციარია.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და მიმართულია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისკენ. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ბიზნეს-სექტორის და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ.

მეტი ინვესტიცია და სამუშაო ადგილი: წარმოდგენილია პროექტის „აწარმოე საქართველოში" სტრატეგია >>

გასული წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" 2020-2021 წლების ახალი საინვესტიციო სტრატეგიის პრეზენტაცია წარმოადგინა. მისი თქმით, ეს ახალი, პროაქტიული სტრატეგია უახლოეს ორ წელიწადში იქნება ორიენტირებული ინვესტორების მოზიდვასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადისგაზრდაზე. მინისტრის თქმით, ამ სტრატეგიის შედეგად უახლოეს ორ წელიწადში ყველაზე მაღალანაზღაურებად, პერსპექტიულ დარგებში 3,5 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ყველა ახალი ამბავი
0