მიკროსაფინანსოები გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად მიღებულ ქონებას ვერ გადააგირავებენ

© photo: Rati Abuladze / FBრატი აბულაძე
რატი აბულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სესხის გამცემ სუბიექტებს 1 თებერვლიდან აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების გამოყენება მათ მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად.

კომერციულ ბანკებს კი აეკრძალებათ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.

რატომ გახდა საჭირო ამ რეგულაციის შემოღება და რას მოუტანს ის საფინანსო ბაზარს, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე ესაუბრა.

© photo: Rati Abuladze / FBრატი აბულაძე
მიკროსაფინანსოები გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად მიღებულ ქონებას ვერ გადააგირავებენ - Sputnik საქართველო
რატი აბულაძე

რატი აბულაძე

- საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აუკრძალა სესხის ამღები კლიენტისგან მიღებული ქონების სხვა საფინანსო ორგანიზაციაში უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, გირაოში ჩადებულ ბინას, გამსესხებელი ბანკში კრედიტის ასაღებად ვერ გამოიყენებს.

აღნიშნული რეგულაცია ჯანსაღი ფინანსური გარემოს ფორმირებისკენ მიმართული პროცესია, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ბაზარზე მხოლოდ საკუთარი აქტივებით ოპერირებისკენ უბიძგებს. რეგულაცია კანონის ჩარჩოებში აქცევს ქართული საფინანსო ბაზრის მახინჯ ფორმებს, რადგან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კლიენტისგან აღებული ვალდებულებებით ვეღარ შეძლებენ სესხის აღებას, სხვაგან ვალდებულებების უზრუნველყოფას და ამით ბიზნესის გაფართოებას.

ისიც ხაზგასასმელია, რომ ქართულ საფინანსო ბაზარზე არსებული სესხის გაცემის პოლიტიკა (სესხის გაცემა ქონების უზრუნველყოფით) და საპროცენტო განაკვეთი პირდაპირ კავშირშია საფინანსო სექტორის ეკონომიკურ და ლარის კურსის მოლოდინებთან. ფაქტია, რომ ქვეყანაში მაღალია საპროცენტო განაკვეთები და ქონებით უზრუნველყოფის მასშტაბი.

თბილისი - Sputnik საქართველო
რას მიიღებს მოსახლეობა პრივატიზირებული სახელმწიფო ქონებისგან

- ბატონო რატი, რა შეიცვლება ამ ახალი რეგულაციით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, კომერციული ბანკებისთვის და მოსახლეობისთვის?

- ქვეყანაში ფულის შოვნის პრობლემა ყველას აქვს. ასეთ ფონზე მოსახლეობა ვერც დანაზოგს ქმნის, არც საკრედიტო რესურსთან აქვს ფართო ხელმისაწვდომობა, ვერც ფულადი რესურსის მოძიების მრავალფეროვან ალტერნატივას ფლობს. შესაბამისად, ვალდებულებების ზრდა ზღუდავს იმ სასათბურე პირობებს, რასაც ფლობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და რომელთან თანამშრომლობითაც ხეირობს საბანკო სექტორიც.  

უდავოა, რომ საფინანსო სექტორი საჭიროებს რეგულაციებს, ნორმატივებს, ზედამხედველობასა და კონტროლს. მართალია, რეგულაცია და შეზღუდვა არსებით გავლენას იქონიებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემდგომ მუშაობაზე, თუმცა ჯანსაღი და განვითარებული საფინანსო სექტორით საბოლოოდ ყველა მოგებული დარჩება – მოქალაქეც, ბიზნეს-სექტორიც და სახელმწიფოც.

მხედველობაშია მისაღების ის ფაქტორიც, რომ რეგულაციები გავლენას იქონიებს ბაზრის წვრილ მოთამაშეებზე, რაც საფინანსო სექტორის მსხვილი ორგანიზაციებისთვის (განსაკუთრებით ბანკებისთვის) მომგებიანი პროცესი იქნება.

რაც შეეხება მოსახლეობას, რეგულაცია არის ბაზრის მეთოდურად მოწესრიგების პროცესი, რომელიც მოსახლეობისთვის შემოსავლების ზრდას არ გულისხმობს. იგი უნდა აღვიქვათ, როგორც მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

ლარი და დოლარი - Sputnik საქართველო
რა ელის ლარს და რომელ ვალუტაში შევინახოთ დანაზოგი

ნიშანდობლივია, რომ ჯანსაღი ფინანსური გარემო ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობას იძლევა, რომლითაც მოგებული ისევ მომხმარებელი რჩება. აღსანიშნია ისიც, რომ სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების გადაგირავების შეზღუდვა ზრდის ორგანიზაციების სოციალურ პასუხისმგებლობას, ამცირებს კლიენტის ქონების დაკარგვის რისკებს და სესხის დაფარვისას დაგირავებული ქონების უკან დაბრუნების ვადას. ამასთან, ამ რეგულაციებით ბაზარზე დარჩებიან ფინანსურად ძლიერი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთაც არ დასჭირდებათ კლიენტის ქონების უზრუნველყოფით სესხის აღება.

ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული რეგულაციები თეორიულად იწვევს ფინანსური ბაზრის ერთგვარ გასუფთავების პროცესს, ხოლო პრაქტიკულად კი კვლავ გვრჩება: კრედიტების ხელმისაწვდომობის პრობლემა, ფულის შოვნის გამოწვევა, უთანასწორობის გაღრმავება, ინფლაცია, ვალები, ძვირი კრედიტები და ხალხზე მეთოდოლოგიური ზრუნვა (თეორიული დებულებების მიხედვით მოქმედება). ეს მაშინ, როცა გვესაჭიროება საზოგადოების და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად მოქმედება.

ბანკომატები - Sputnik საქართველო
რამდენი მიკროსაფინანსო დახურა ეროვნული ბანკის რეგულაციამ 10 თვეში

- ნებისმიერი რეგულაცია თავისუფალი ბაზრის პრინციპებში ჩარევას გულისხმობს, რამდენად გამართლებულია ეს ამ შემთხვევაში?

- ჩვენი ბაზრები მოსაწესრიგებელი და დასარეგულირებელია, სადაც დაცვას საჭიროებს როგორც მომხმარებელი, ისე ბიზნეს-სუბიექტი, ასევე სახელმწიფო სექტორის ინტერესი. ამ ფონზე რეგულაცია, როგორც მექანიზმი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სფეროს მოწესრიგების, სამართლებრივი დარეგულირების, მხარეთა უფლებების დაცვისა და ბაზრის განვითარების მიმართულებით.

რეგულაციების პოზიტიურ აღქმას ზრდის საფინანსო სექტორის მოწესრიგებისა და განვითარების აუცილებლობა, სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევისა და მხარეთა უფლებების დაცვის საჭიროება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საიმედოობისა და მდგრადობის ზრდა.

ბუნებრივია, რეგულაციის მეთოდების გამოყენებისას დაცული უნდა იქნას ბაზარზე მოქმედი ბიზნეს-სუბიექტების ინტერესები, ასევე ბალანსი უნდა იქნას მიღწეული მომხმარებლის მოთხოვნებსა და სახელმწიფო მიდგომებს შორის.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ რეგულაციების ამოქმედებამდე საჭიროა განსაზღვრული იქნას მოსალოდნელი შედეგები, რადგან ძალაში შესულ რეგულაციებში ცვლილებების შეტანა ან მისი გაუქმება ურყოფით გავლენას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯზე, კომპეტენციაზე და დარგის განვითარებაზე.

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0