გაზქურა

თბილისელები გაზისთვის ნაკლებს გადაიხდიან

172
(განახლებულია 18:19 25.12.2019)
თბილისელებისთვის გაზის ტარიფი ერთი კუბომეტრისთვის 0,002 თეთრით მცირდება და 46,137 თეთრი გახდება. ეს გაზის შესყიდვის ფასის შემცირების მეშვეობით გახდა შესაძლებელი.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის გაზის ტარიფს გადახედა, იუწყება პირველი არხი.

საქართველოში გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა>>

კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისელები 1 იანვრიდან ერთ კუბომეტრ გაზში 0,002 თეთრით ნაკლებს, ანუ 46,137 თეთრს გადაიხდიან.

როგორც კომისიაში აცხადებენ, ეს გაზის შესყიდვის ფასის შემცირებით გახდა შესაძლებელი.

უფრო ადრე კომისიამ დაამტკიცა ახალი ტარიფები თბოელექტროსადგურებისთვის გარანტირებულ სიმძლავრეზე, რომლის მოქმედების ვადაა 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე.

კომისიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე არ იმოქმედებს.

დღეისათვის თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 14,5435 თეთრია. ტარიფი აბონენტთათვის, რომლებიც 101-დან 301 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 18,5555 თეთრია. ხოლო 301 კვტ/სთ და მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის — 23,0395 თეთრი.

სამომხმარებლო ტარიფი საქართველოს რეგიონებში აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 14,237 თეთრია. ტარიფი აბონენტთათვის, რომლებიც 101-დან 301 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 18,213 თეთრია. ხოლო 301 კვტ/სთ და მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის — 22,733 თეთრი.

172
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (76)