გაუმჯობესდა თბილისის აეროპორტის ელექტრომომარაგება

© photo: Georgian State Electrosystem / FBდავით ნარმანია, უჩა უჩანეიშვილი, სერგეი კობცევი
დავით ნარმანია, უჩა უჩანეიშვილი, სერგეი კობცევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალი ძაბვის ქვესადგურიდან „ნავთლუღი-220" ქვესადგურამდე „აეროპორტი" 8,3-კილომეტრიანი ახალი საკაბელო ხაზი მოეწყო.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ელექტრომომარაგების ხარისხის გაუმჯობესებისა და საიმედოობის მიზნით ექსპლუატაციაში შევიდა ახალი 35-კილომეტრიანი საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი, ნათქვამია თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის" განცხადებაში.

გაძვირდება თუ არა საქართველოში გაზისა და დენის გადასახადი>>

საკაბელო ხაზის ექსპლუატაციაში შესვლის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარე დავით ნარმანია, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავჯდომარე უჩა უჩანეიშვილი და „თელასის" გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი.

„ზემოაღნიშნული სამუშაოების ჩატარების შედეგად საგრძნობლად გაიზრდება ისეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის ენერგომომარაგების საიმედოობა, როგორიც არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. სს „თელასი" მომავალშიც განაგრძობს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია დედაქალაქის ელექტროქსელის მუშაობის ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლებისკენ", – განაცხადა კობცევმა.
ელექტროგადამცემი ხაზი თბილისში - Sputnik საქართველო
ემუქრება თუ არა საქართველოს ენერგოდეფიციტი?

პროექტის ფარგლებში მაღალი ძაბვის ქვესადგურიდან „ნავთლუღი-220" ქვესადგურამდე „აეროპორტი" მოეწყო 8,3-კილომეტრიანი ახალი საკაბელო ხაზი. ასევე ქვესადგურში „აეროპორტი" დამონტაჟდა დენის და ძაბვის ტრანსფორმატორები, ახალი ვაკუუმური ამომრთველები და თანამედროვე ტიპის გამთიშველები.

საპროექტო სამუშაოები 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის აპრილამდე გაგრძელდა. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და სექტემბერში დასრულდა, ხოლო დეკემბერში ხაზი მიუერთეს ქვესადგურს „ნავთლუღი-220".

„თელასი" საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელური კომპანიაა, რომელიც თბილისში ელექტროენერგიის განაწილებასა და გასაღებას უზრუნველყოფს. კომპანია ელექტროენერგიას 600 ათასზე მეტ აბონენტს აწვდის. 2003 წლის აგვისტოში „თელასი" ჯგუფ „ინტერ რაოს" შემადგენლობაში შევიდა. მის საკუთრებაშია აქციების 75%, ხოლო სახელმწიფოს საკუთრებაში 25% დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0