რამდენი კუბური მეტრი გაზი შეისყიდა საქართველომ რუსეთისგან 2019 წლის განმავლობაში

© photo: Sputnik / Stringerგაზგამანაწილებელი სადგური
გაზგამანაწილებელი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით საწვავის მოწოდების ბაზრის დივერსიფიკაციას ახორციელებს.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველომ რუსეთისგან დაახლოებით 160 მლნ კუბური მეტრი გაზი შეიძინა, რაც იმპორტირებული საწვავის საერთო მოცულობის დაახლოებით 5%-ია, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.

საქართველოს რუსული გაზი 2007 წლიდან არ შეუძენია. თუმცა, მიმდინარე წელს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საწვავის შემოტანის დივერსიფიკაციის მიზნით „გაზპრომისგან" გაზის შესყიდვის დაწყების შესახებ.

გაზქურა - Sputnik საქართველო
გაძვირდება თუ არა საქართველოში ბუნებრივი აირი

„რუსეთიდან წლის ბოლომდე შემოტანილი იქნება დაახლოებით 160 მილიონი კუბური მეტრი, რაც მთლიანი მოცულობის დაახლოებით ხუთი პროცენტია", – განაცხადა მინისტრმა.

მისი სიტყვებით, საქართველოში ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელი კვლავ აზერბაიჯანია.

წინასწარი ინფორმაციით, წელს მთელი ჩვენი ბაზრის მოთხოვნა დაახლოებით 2,6 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნება, რომლის 95%-ს აზერბაიჯანი სატრანზიტო კვოტით ან კომპანია SOCAR-ი მოგვაწვდის, აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის პროგნოზით, საქართველო 2020 წელს იმავე მოცულობის გაზს მოიხმარს.

რუსეთში ბუნებრივ აირს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" ყიდულობს, რომელსაც შემდგომ იგი ასევე ყიდის აუქციონზე. რუსეთიდან საწვავის მომხმარებლები კომერციული საწარმოები არიან.

საქართველოში ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია. 2017 წლის იანვრამდე საქართველო რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურად გატარებული ნედლეულის საერთო მოცულობიდან 10%-ს იღებდა. 2017 წელს სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდა შერეული სისტემით ხდებოდა – ნაწილობრივ თანხით, ნაწილობრივ ნედლეულით, 2018 წლიდან კი ანაზღაურება მხოლოდ ფულადი სახსრებით ხდება.

ყველა ახალი ამბავი
0