გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე

საქართველოში გზების მშენებლობასა და რემონტზე 2020 წელს 1,3 მილიარდი ლარი დაიხარჯება

49
(განახლებულია 13:53 11.12.2019)
საქართველოში გზების მშენებლობა მომავალ წელსაც ფართო მასშტაბით იწარმოებს, რაც შეეხება როგორც ქვეყნის მოსახლეობას, ისე სტუმრებს.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ქვეყანაში გზების მშენებლობასა და რემონტზე, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, გაისად 1,3 მილიარდი ლარი გამოიყოფა.

ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებს შორისაა გზისა და გვირაბის მშენებლობა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ, აღმოსავლეთ–დასავლეთის ტრასის მშენებლობის გაგრძელება და თუშეთში შემოვლითი გზის მშენებლობა.

ამგვარად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის ქვეშეთი–კობის მონაკვეთზე ახალი გზისა და გვირაბის აშენება იგეგმება. ბიუჯეტში ამისთვის 50 მლნ ლარია გათვალისწინებული. აქედან ნახევარზე მეტს საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მიიღებს.

ასევე, 2020 წელს გაგრძელდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტობანის ქართული მონაკვეთის მშენებლობა. გაისად ზემო ოსიაური–რიკოთის მოაკვეთის მშენებლობაზე 70 მლნ ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის თანხის ძირითად ნაწილს მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი გამოყოფენ.

ყველაზე დიდი თანხის – 340 მლნ ლარის დახარჯვას 2020 წელს ხელისუფლება რიკოთის უღელტეხილის კიდევ ერთი – ჩუმათელეთი–არგვეთის მონაკვეთის მშენებლობაზე აპირებს.

საქართველო ქვეშეთი–კობის გვირაბის მშენებლობისთვის ინვესტიციებს იზიდავს>>

საქართველოში ყველაზე საშიშ გზად მიჩნეული მაღალმთიანი თუშეთის გზის მშენებლობასა და რემონტზე საქართველოს ხელისუფლება 20 მლნ ლარს დახარჯავს.

ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია, სოციალურ სფეროსა და განათლებასთან ერთად, საქართველოს ძირითადი პრიორიტეტია მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.

49
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (330)
ვალუტის გადამცვლელი კურსი

ლარის კურსი 24 სექტემბერს

120
(განახლებულია 23:45 23.09.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0242 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 24 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2641 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0104 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურის 24 სექტემბერს
120
თემები:
ლარის კურსი დღეს
ლარის სხვადასხვა ნომინალის კუპიურები

რატომ ყიდის ეროვნული ბანკი რეზერვებიდან დოლარს კობა გვენეტაძის განმარტება

337
(განახლებულია 20:41 23.09.2020)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზით, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა, აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

ეროვნული ბანკი განაგრძობს ვალუტის გაყიდვას. დღეს გამართულ მორიგ აუქციონზე მან ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით კიდევ 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

პანდემია და არჩევნები საქართველოში: რა ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით>>

სავალუტო ბაზრის სტაბილიზებისთვის ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე ნახევარ წელიწადში უკვე 400 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა.

„ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები: „ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც ვერ გაამყარა“. ეს არასწორია. მსურს განვმარტო, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი... პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის. ამჟამინდელი ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა“, – დაწერა კობა გვენეტაძემ თავის Facebook-გვერდზე.

გვენეტაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად არის ამა თუ იმ ვალუტის წონასწორული კურსი, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ კი კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

„პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ძირითადად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების თითქმის განულებაში აისახა. ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა პანდემიის მიერ დაზიანებული ეკონომიკის დასახმარებლად დროის უმოკლეს პერიოდში უცხოური ვალუტით მოცულობითი დახმარება მოიზიდა, რომლის ნაწილიც, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მეშვეობით მიმდინარე წელს და, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ ნახევარშიც ეკონომიკას ეტაპობრივად მიეწოდება“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

გვენეტაძის აზრით, ისეთი სულისკვეთების განცხადებები, როგორიცაა „ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც ვერ გაამყარა“, ნებსით თუ უნებლიეთ, მოსახლეობას და ბიზნესს არასწორი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს და, საბოლოო ჯამში, მათ მხოლოდ აზარალებს.

„ამიტომ სასურველია გავიაზროთ, რომ როგორც მთელი მსოფლიო, ასევე საქართველო უპრეცედენტოდ რთულ პერიოდს გადის. ამ გამოწვევის წინააღმდეგ სწორი ნაბიჯების გადადგმით - რისი გამოცდილებაც ეროვნულ ბანკს აქვს - ამ კრიზისს მინიმალური დანახარჯებით გადავლახავთ“, – განაცხადა გვენეტაძემ.

პანდემია სერიოზულად აისახა ლარის კურსზე. ეროვნული ვალუტის კურსზე, რომელიც ანტირეკორდებს ამყარებს, ჯერ ნავთობის, ხოლო შემდეგ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი აისახა.

40 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2641 შეადგინა.

337
თემები:
ლარის კურსის დაცემა
ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე

„სკოლა არ დაიწყება... არც ნოემბერში“ - ხატია სიჭინავა საზოგადოებას აფრთხილებს

0
(განახლებულია 12:43 24.09.2020)
ყოფილი ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და უჩვეულო ინფორმაციას აქვეყნებს. ნახეთ რას წერს ხატია სიჭინავა

თბილისი, 24 სექტემბერი  — Sputnik. ყოფილი ტელეწამყვანიხატია სიჭინავა სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლო გადადებას ეხმაურება და წერს, რომ აღსასრული ახლოა და მალე მთელ მსოფლიოს ერთი მმართველი ეყოლება და ადამიანები დაიჩიპებიან.

სიჭინავა ფიქრობს, რომ სკოლა არ დაიწყება არც ოქტომბერში, არც ნოემბერში და ეს არ არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, რადგან მოკლე დროში მთავრობაც არ გვეყოლება, რადგან მალე მსოფლიო გაერთიანდება და ვერაფერი შეცვლის წინასწარმეტყველებას, რომელიც „ბიბლიაშია“.

„ვიღაცები წავალთ მიწაზე სახლებს გავამაგრებთ, როგორც ეს უკვე დიდი ხნის წინ გვითხრა პატრიარქმა და გვიწინასწარმეტყველა მამა გაბრიელმა და წმინდა ბერებმა. ვიღაცეები აიცრებიან, დაიჩიპებიან და უკვე მერამდენედ უარყოფენ ღმერთს. დღეს ჩემმა ქმარმა მითხრა, შეუცნობელია ღვთის გზები, იქნებ ამ ასწლეულში არ მოხდეს და ავცდეთო, მაგრამ როგორც მამა გაბრიელმა თქვა, ის კარებთან დგას, კი არ გიკაკუნებთ, კარებს ანგრევს და ელოდება თქვენს მიპატიჟებას, რომ კარი გაუღოთ!“ - წერს ხატია სიჭინავა.

View this post on Instagram

სიყვარული არის ...

A post shared by ხატია (@katiesihinava) on

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე ოთხი შვილის მშობლები არიან.  ნანატრი ბიჭის მშობლები 11 მაისს გახდნენ. ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

წყვილის სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ შეიტყო, როდესაც ორსულმა ხატიამ განაცხადა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ შვილს რამაზ ნოზაძისგან ელოდებოდა, ბოროტი ენების გამო კი ისინი ერთად აღარ იყვნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო ქორწილი და ახლა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბედნიერ წყვილად ითვლებიან.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება