ფშავის რეგიონი

მაღალმთიან საწარმოებს ახალი შეღავათები მიენიჭათ

39
(განახლებულია 12:45 07.12.2019)
თავისი გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო შეღავათები რაიონიდან გასატან პროდუქციაზეც გაავრცელა

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. მაღალმთიანი რეგიონის საწარმოები მიიღებენ უფლებას გაყიდონ თავიანთი პროდუქცია საქართველოს მასშტაბით და ასევე გაიტანონ ექსპორტზე, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

დღემდე „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს" სტატუსის მიღება შეუძლია საქართველოს მაღალმთიანეთში მოქმედ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც აწარმოებენ და ყიდიან პროდუქციას მხოლოდ თავის რაიონში. ისინი 10 წლით გათავისუფლდნენ გადასახადებიდან, მათ შორის საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან.

თავისი გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო შეღავათები რაიონიდან გასატან პროდუქციაზეც გაავრცელა.

„ცვლილება ხელს შეუწყობს მაღალმთიან დასახლებაში წარმოებით დაინტერესების კიდევ უფრო ზრდას და მთაში უკვე მომუშავე მეწარმეების დამატებით ხელშეწყობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსით 403 კომპანია სარგებლობს. სტატუსს საქართველოს მთავრობა ანიჭებს.

39
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (101)
ქართული ღვინო

პოპულარული ღვინოები რუსეთში ლიდერთა შორისაა ქართული ღვინო

68
(განახლებულია 15:08 10.08.2020)
საქართველო ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთს სუფრის ღვინოებს აწვდიან. ამ სახეობის ქართულ ღვინოებზე ბაზრის 24% მოდის.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველო იმ ლიდერ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსეთში ღვინის მიწოდების მხრივ ყველაზე პოპულარულია, აღნიშნულია „როსკაჩესტვოს“ (Роскачество, რუსეთის ხარისხის მონიტორინგის სისტემა) კვლევის შედეგებში.

კერძოდ, საქართველო იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა რუსეთის მოქალაქეებისთვის ყველაზე პოპულარულ ღვინის მიმწოდებელ ქვეყნებს შორის. მან გაუსწრო საფრანგეთს, ჩილესა და გერმანიას.

საქართველო ლიდერია სუფრის ღვინოების მიმწოდებელ ქვეყნებს შორის – მასზე ამ სახეობის ღვინოების ბაზრის 24% მოდის.

რუსეთში შეტანილი ღვინის ღირებულების კუთხით ლიდერობს საფრანგეთი (4 დოლარზე მეტი 1 ლიტრ ღვინოში), მეორე ადგილზეა საქართველო (3,19). ყველაზე იაფად ღვინო რუსეთში მოლდოვას შეაქვს (1,7).

რაც შეეხება გეოგრაფიული ინდიკატორებით დაცულ ღვინოებს, ხუთეულში პირველ ადგილზეა ესპანეთი, მეორე და მესამე ადგილებზე – საქართველო („ქინძმარაულის“ მარკის ღვინოები), მეოთხეზე – იტალია და მეხუთეზე – კვლავ ესპანეთი.

„ქართული ღვინის მაღალი რეპუტაციისთვის": ღვინის ხარისხს ახალი პარამეტრებით შეამოწმებენ>>

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოდან 2019 წელს მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლიტრი) ღვინო გაიტანეს, რაც 20918 წელთან შედარებით 9%-ით მეტია. ყველაზე მეტი ღვინო – 58,4 მლნ ბოთლი გაიტანეს რუსეთში.

68
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 10 აგვისტოს

364
(განახლებულია 09:30 10.08.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0021 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3, 0758 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0021 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 10 აგვისტოს
ლარის კურსი 10 აგვისტოს
364
თემები:
ლარის კურსი დღეს
ზურაბ ჯაფარიძე

ჯაფარიძე: გადავწყვიტე „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში

0
(განახლებულია 13:35 10.08.2020)
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საუბრობს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში „გირჩის“ სახელით მაჟორიტარ კანდიდატად კენჭის ყრასთან დაკავშირებით
ჯაფარიძე: გადავწყვიტე „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა „გირჩის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია „გირჩის“ მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე, რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში. გადავწყვიტე „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში. წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. მე საჯაროდ დავუჭირე მხარი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული.“ - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, ამ ოლქში მისი კონკურენტი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი იქნება.

0