საუკეთესო ბიზნესმენებისა და კომპანიების დაჯილდოება The Georgian Times

საქართველოში საუკეთესო ბიზნეს-კომპანია გამოავლინეს

89
(განახლებულია 16:18 28.11.2019)
გამარჯვებულს ექსკლუზიური ხელნაკეთი კომპოზიცია – ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული "ბოლნური ოქროს ჯვარი" გადაეცა.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ქართული კომპანია Georgian Products მედიაჰოლდინგ The Georgian Times-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საუკეთესო კომპანიად დასახელდა.

საუკეთესო ბიზნესმენებისა და ბიზნეს-კომპანიების დაჯილდოების მეოცე, საიუბილეო ცერემონია დედაქალაქში, სასტუმრო „შერატონში" ჩატარდა.

ღონისძიებაზე ოცდაათზე მეტი ქართული კომპანია შეიკრიბა და საუკეთესოთა შორის საუკეთესოც თავად ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

საუკეთესო ინვესტორი კი ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრებიც იყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომისტები, ჟურნალისტები და ბიზნესის სფეროს სხვა სპეციალისტები.

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებმა ტრადიციულად მიიღეს ოქროს ლომის გულსაბნევები, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი გადაეცა გრან-პრი, ექსკლუზიური ხელნაკეთი კომპოზიცია – ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული „ბოლნური ოქროს ჯვარი".

ახალი ბიზნეს-ომბუდსმენი ქართველ მეწარმეებს შეხვდა>>

როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა მალხაზ გულაშვილმა აღნიშნა, პრემია 1995 წლიდან იღებს სათავეს.

89
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (696)
პირველი არხის შენობა

აუქციონი არ შედგა: პირველი არხის შენობის გაყიდვა არჩევნების დასრულებამდე გადაიფიქრეს

67
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოაცხადა – პროექტის საორიენტაციო ღირებულევა 46,8 მლნ ლარია

თბილისი, 15 აგვისტო  — Sputnik. აუქციონის მესამედ ჩავარდნის შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შენობის საპარლამენტო არჩევნებამდე გაყიდვა გადადო, ნათქვამია პირველი არხის განცხადებაში.

კოსტავას ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლანდელი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. სამეურვეო საბჭომ ჯერ კიდევ 2017 წელს მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და შენობის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.  

თავიდან შენობის 40 მლნ დოლარად გაყიდვა იგეგმებოდა, თუმცა, 16 ივნისს გამართულ აუქციონზე შენობის შეძენის მსურველი არ გამოჩნდა.

ამის შემდეგ შენობა აუქციონზე კიდევ ორჯერ გაიტანეს – 36 და 32,4 მლნ დოლარად, თუმცა, მცდელობა კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა.

საზოგადოებრივ მაუწყებელში აუქციონის ჩავარდნა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისით ახსნეს და  საპარლამენტო არჩევნების დამთავრებამდე შენობის გაყიდვა გადაავადეს.

საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი, რომლის შედეგებიც სამ–ოთხ კვირაი იქნება ცნობილი.

ამასთან, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამშენებლო ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა უკვე გასცა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა ვაკე-საბურთალოს რაიონში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება, პროექტის სავარაუდო ღირებულება 46,8 მილიონ ლარს შეადგენს. მშენებლობისთვის გამოყოფილია ორი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი.

67
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (696)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 15 აგვისტოს

97
(განახლებულია 09:10 15.08.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,001 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0738 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,001 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 15 აგვისტოს
97
თემები:
ლარის კურსი დღეს
პარტია „ტრიბუნას“ დროშა

ცნობილი ქართველი უფლებადამცველი პოლიტიკაში მიდის

0
(განახლებულია 20:04 15.08.2020)
პარტია, რომელშიც შევიდა მუხაშავრია, არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. იმისათვის, რომ პარლამენტში მისი წარმომადგენელი მოხვდეს, მან ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 1% უნდა მიიღოს.

თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ცნობილმა უფლებადამცველმა, დამფუძნებელმა არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ლია მუხაშავრიამ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა და შეუერთდა პარტიას „ტრიბუნა“, იუწყება ტელეარხი Imedi.

პარტია „ტრიბუნა“ 2019 წელს მმართველი პარტიის ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ დააფუძნა. წელს პარტია არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.

„ამ არჩევნებმა ძალიან ბევრი რამ უნდა შეცვალოს ამ ქვეყანაში. პირველ რიგში კი უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რაც ადამიანებს მისცემს დარღვეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. მე ვფიქრობ, რომ „ტრიბუნას" სწორედ ამ მხრივ აქვს ძალიან კონკრეტული მიმართულება და ძალიან კონკრეტული გეგმები პოლიტიკაში“, - განაცხადა მუხაშავრიამ.

პარტია „ტრიბუნა“ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. იმისათვის, რომ პარლამენტში მისი წარმომადგენელი მოხვდეს, მან ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 1% უნდა მიიღოს.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. დღეისათვის მათში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე 52-მა პარტიამ გაიარა.

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება