ოფისში

წარმატებულები და მდიდრები: საქართველოში საუკეთესო ბიზნესმენებს აჯილდოებენ

76
წელს The Georgian Times–მა საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების მეოცე ტრადიციული ბიზნესრეიტინგი შეადგინა

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საუკეთესო ბიზნესმენებისა და ბიზნესკომპანიების დაჯილდოების მეოცე, საიუბილეო ცერემონია, ორგანიზებული მედიაჰოლდინგ Georgian Times–ის მიერ, ამ წუთებში დედაქალაქში, სასტუმრო „შერატონში“ მიმდინარეობს.

საინტერესოა, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს თავად ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ფარული კენჭისყრით აირჩევენ, საუკეთესო ინვესტორს კი ჟიურის კომპეტენტური წევრები გამოავლენენ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა მალხაზ გულაშვილმა აღნიშნა, პრემიაზე შეიკრიბა ოცდაათზე მეტი ქართული კომპანია. სწორედ ისინი იბრძოლებენ საუკეთესოს წოდების მოსაპოვებლად.

„ეს პრემია 1995 წლიდან იღებს სათავეს. ის აქ დაიწყო, ამ დარბაზში, და დღესაც გრძელდება. ვფიქრობ, ეს ძალიან გავლენიანი ღონისძიებაა, რადგან მასში მონაწილეობენ საქართველოს საუკეთესო და წამყვანი ბიზნესკომპანიები“, – განუცხადა გულაშვილმა „Sputnik–საქართველოს“

საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია ეროვნულ ბანკს საბანკო რეგულაციების გადახედვას სთავაზობს >>

ჟიურის წევრები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომისტები, ჟურნალისტები და ბიზნესის სფეროს სხვა სპეციალისტები. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები ტრადიციულად მიიღებენ ოქროს ლომის გულსაბნევებს, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი გადაეცემა გრან-პრი, ექსკლუზიური ხელნაკეთი კომპოზიცია – ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული „ბოლნური ოქროს ჯვარი“.

76
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (399)