უკრაინის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი

საქართველო და უკრაინა ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან

48
(განახლებულია 15:46 23.11.2019)
მხარეების შეხვედრა ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გაიმართა

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველო და უკრაინა გააღრმავებენ ურთიერთობებს ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროში, ეს საკითხი დიდ ბრიტანეთში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა და საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განიხილეს.

შეხვედრა ცქიტიშვილსა და გონჩარუკს შორის ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გაიმართა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას, მათ შორის ეკონომიკურ, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში.  ასევე, აღინიშნა ორმხრივი ვაჭრობის გაზრდის კუთხით არსებული შესაძლებლობები და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომ შეიქმნება სპეციალური ორმხრივი სამუშაო ჯგუფი,  რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ისე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ამ დროიდან ქვეყნებს შორის 105 ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმება გაფორმდა.

რაც შეეხება ვაჭრობას, საქართველოს და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს. იანვარ-ოქტომბერში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 522 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც იმავე პერიოდში საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 5% შეადგინა.

48
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (691)
სატვირთო ავტომობილები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა შემცირებას განაგრძობს

12
(განახლებულია 10:00 14.08.2020)
მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16,4%-ით შემცირდა - ექსპორტი - 21,6%-ით, იმპორტი კი - 14,3%-ით

თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. საქართველოდან ექსპორტი კვლავ მცირდება - მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ქვეყნიდან გაიტანეს 1,8 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია - 16,8%-ით ნაკლები, ვიდრე ერთი წლის წინ, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - „საქსტატის“ პრეს–რელიზში.

2020 წლის იანვარ-ივლისში იმპორტის ღირებულებამ 4,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 17,9%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთო ჯამში, 2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17,6%-ით შემცირდა და დაახლოებით ექვსი მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გათვალისწინების გარეშე).

საგარეო ვაჭრობის ვარდნის ტემპი

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16,4%-ით დაეცა, აქედან ექსპორტი - 21,6%-ით, იმპორტი კი - 14,3%-ით.

ვარდნის ტემპმა შემცირება ივნისში დაიწყო - საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16%-ით დაეცა, აქედან ექსპორტი - 13,1%-ით, იმპორტი - 17,2%-ით. მაისში იგივე მაჩვენებელი 33,2%-ის ტოლი იყო, აქედან ექსპორტის ვარდნა - 30,6%, იმპორტისა - 34,3%.

თურნავა: პანდემია საქართველოში ინვესტირებას უშლის ხელს>>

კორონავირუსმა ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა - იზარალეს სასტუმროებმა, რესტორნებმა, სავაჭრო ცენტრებმა, დასვენებისა და გართობის სფეროებმა, ტრანსპორტმა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ასევე ფინანსური, სამშენებლო, უძრავი ქონების, სამრეწველო და განათლების სფეროები.

როდის გაუმჯობესდება ვაჭრობის მაჩვენებელი?

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი აკაკი ცომაია ფიქრობს, რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი ეკონომიკის ზრდის შემთხვევაში გამოსწორდება.

„მაჩვენებლები გაუმჯობესებას დაიწყებს, როგორც კი ეკონომიკაში რაიმე საკვანძო ცვლილებები მოხდება. ანუ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა ზრდას დაიწყებს, როდესაც ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი, მათ შორის, ტურიზმის სექტორში, იპოვიან რაიმე ალტერნატივას ან ტურიზმი კვლავ ამუშავდება, ისინი კვლავ მიიღებენ შემოსავალს და დაიწყებენ მეტის ხარჯვას მოხმარებაზე“, - განუცხადა ცომაიამ Sputnik-საქართველოს.

ექსპერტის თქმით, ამ შემთხვევაში გაიზრდება იმპორტი და შესაძლებელი იქნება ექსპორტზე საუბარიც.

„როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას დაიწყებენ, ჩვენი ექსპორტიც მოიმატებს“, - აღნიშნა ცომაიამ.

არასახარბიელო პროგნოზი

საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ გლობალური სავაჭრო კრახის შედეგად, 2020 წელს ვაჭრობა 9-32%-ის დიაპაზონში შემცირდება, განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა რატი აბულაძემ.

„ნიშანდობლივია ვაჭრობის ვარდნის დიდი მასშტაბები რეგიონულ დონეზე. კვლევების შედეგების თანახმად, ევროკავშირის 27 ქვეყნის ექსპორტის შემცირება 285 მილიარდ ევროს გადააჭარბებს, იმპორტის ვარდნის მასშტაბი კი - 245 მილიარდ ევროს“, - განუცხადა აბულაძემ Sputnik-საქართველოს.

მას მიაჩნია, რომ მიუხედავად პანდემიის შესუსტებისა, საერთაშორისო ვაჭრობაში ვარდნა და დაბრკოლებები - მხოლოდ დასაწყისია.

12
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (691)
სეტყვისგან დაზიანებული ვაზი

კახელ ფერმერებს სეტყვის შედეგად მიღებული ზარალი აუნაზღაურდებათ

28
(განახლებულია 08:35 14.08.2020)
ერთია, კარგი მოსავალი მიიღო და მეორე – ის შეინარჩუნო რეგიონში, სადაც სეტყვა არცთუ იშვიათი მოვლენაა. აქ უკვე ფერმერების დასახმარებლად სადაზღვევო კომპანიები ერთვებიან

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. კახეთში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ, იუწყება ტელეარხი Imedi სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოზე დაყრდნობით.

სადაზღვევო კომპანიებმა ზარალი უკვე დაითვალეს და მზარ არიან, აანაზღაურონ.

სახელმწიფო აგროდაზღვევის ერთ–ერთმა ბენეფიციარმა დავით დოლმაზაშვილმა ქარიშხლისა და სეტყვის გამო მოსავლის დაახლოებით 75% დაკარგა. კომპენსაციის სახით ის თითქმის 39 ათას ლარს მიიღებს.

სააგენტოს 2020 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში უკვე გაიცა 15 422 პოლისი, ხოლო დაზღვეულმა ფართობმა 15 ათასი ჰექტარი შეადგინა. ეს 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 24%–ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 140 მლნ ლარს ჭარბობს.

საქართველოში შეღავათებით საწვავზე 100 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა>>

აგროდაზღვევის პროექტი მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, რომლებიც ფლობენ ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ მაქსიმუმ 5 ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

28
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
მეხანძრე–მაშველები

დიდუბეში აფეთქება მოხდა

0
(განახლებულია 11:29 14.08.2020)
აფეთქების შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. საშუალო სიმძიმის დამწვრობით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. დიდუბეში აფეთქება მოხდა, რასაც მსხვერპლი, ხანძარი და ნგრევა არ მოჰყოლია, განუცხადეს Sputnik–საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყებაში აღნიშნეს, რომ აფეთქება საცხობში მოხდა. საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო ორმა თანამშრომელმა და ისინი უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ამჟამად ირკვევა მომხდარის მიზეზები, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში