საქართველოს შემოსავლების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

© Ministry of Finance of Georgia / FBივანე მაჭავარიანი
ივანე  მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ლევან კაკავას შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის პოსტზე ლევან კაკავა წარადგინა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„არც ერთი შეცდომა არ ეპატიება“ – ვინ გააფრთხილა საქართველოს პრემიერმა

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის შეცვლის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული. შეხვედრაზე პრემიერმა შემოსავლების სამსახურის წინა უფროსი ნდობის ლიმიტის ამოწურვის შესახებ გააფრთხილა და იგი პირად კონტროლზე აიყვანა.

„პრემიერთან გამართული კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლაშქარაძე დატოვებს პოსტს და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა. მას აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილება, ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა", – აღნიშნა მაჭავარიანმა.

გასულ კვირაში პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებასთან არის დაკავშირებული.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები დაგეგმილია 14 მილიარდი ლარის დონეზე, მათ შორის, შემოსავლები 11 მილიარდ ლარს მიაღწევს.

სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 10,3 მილიარდი ლარი უნდა შეადგინოს, გრანტებმა – 200 მლნ ლარი და სხვა შემოსავლებმა – 515 მლნ ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0