ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში: დიზელის შემოტანა ოქტომბერში გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliბენზინგასამართი სადგური თბილისში
ბენზინგასამართი სადგური თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბენზინის იმპორტი 10 თვეში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი 5,2%-ით დაეცა.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ნავთობპროდუქტების იმპორტმა საქართველოში 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში 890,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2,1%-ით ნაკლებია, ნათქვამია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავ რუსეთია, მას მოსდევენ რუმინეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ა.შ.

ბენზინის იმპორტმა 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში შეადგინა 456,3 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის – 434,6 ათასი ტონა.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
დიზელის საწვავზე „ევრო-5"-ის სტანდარტის შემოღება ერთი წლით გადაიდო

ბენზინის იმპორტი წლის დასაწყისიდან, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი 5,2%-ით დაეცა, აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

დიზელის იმპორტი ოქტომბერში გაიზარდა

ბოლო ორ თვეში დიზელის საწვავის დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ამ წლის სტატისტიკა ამ პროდუქტზე, აღნიშნავენ იმპორტიორთა კავშირში.

„კერძოდ, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში განხორციელდა 58,6 ათასი ტონა დიზელის საწვავის იმპორტი, რაც სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 10 ათასი ტონით მეტია. მომავალ თვეებში გამოჩნდება ზუსტად, თუ რითია განპირობებული იმპორტის ზრდა. კერძოდ, მოხდა აღურიცხავი პროდუქციის შემცირება, თუ ხდება აღნიშნული პროდუქციის გარკვეული მარაგების შექმნა", – ნათქვამია განცხადებაში.

გულზე მიხაკი... ანუ როცა ფასებს ვუმზერ...>>

მთლიანობაში, 2019 წლის დასაწყისიდან საწვავის იმპორტის შემცირების მიზეზად მიიჩნევენ დიზელის საწვავის შემოტანის შემცირებას, რაც ძირითადად უკავშირდება საწვავის ამ სახეობის მოცულობის რეექსპორტის შემცირებას საქართველოდან თურქეთში, ასევე საქართველოში ჰიბრიდული ტიპის ავტომობილების იმპორტის ზრდას.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, დღეისათვის საქართველოში ჰიბრიდული ტიპის 80 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება.

საქართველო ნაკლებ საწვავს ყიდულობს - Sputnik საქართველო
საქართველო ნაკლებ საწვავს ყიდულობს

საწვავის იმპორტის შემცირების კიდევ ერთი მიზეზია დაურეგისტრირებელი დიზელის საწვავის ნაკადის ზრდა აზერბაიჯანიდან, ლაგოდეხისა და წითელი ხიდის გავლის, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, ასევე ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან, როდესაც ხორციელდება ხორბლის იმპორტი ავტომობილებით რუსეთიდან საქართველოში, განაცხადეს იმპორტიორთა კავშირში უფრო ადრე.

„რეალურად ყველა ის ფაქტორი, რომელიც დიზელის საწვავის მოხმარებას განსაზღვრავს (ავტოპარკი, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, გადაზიდვები), მაღალ მაჩვენებელზეა და, შესაბამისად, მიმდინარე წელს უნდა დაფიქსირდეს დიზელის საწვავის იმპორტისა და მოხმარების მაღალი მაჩვენებელი", – ნათქვამია განცხადებაში.

საწვავის ფასები

2019 წლის დასაწყისიდან ბენზინის იმპორტის 66% მოდის რეგულარის მარკის (А-91) საწვავზე, 32,1% – პრემიუმზე (А-95) და 8,9% – სუპერზე (А-98).

გაიზრდება თუ არა ფასები ბენზინზე>>

ამჟამად ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელში საშუალო ფასები შეადგენს ერთ ლიტრზე: ბენზინი სუპერი – 2,68-2,78 ლარი, პრემიუმი – 2,59-2,69 ლარი, რეგულარი – 2,45-2,59 ლარი, ევრო დიზელი — 2,66-2,75, დიზელი — 2,63-2,69 ლარი. მიმდინარე კურსი 1 აშშ დოლარი – 2,97 ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0