ფულის კუპიურები

ფულადი გადარიცხვები: საიდან იგზავნება ყველაზე მეტი ფული საქართველოში

164
(განახლებულია 09:38 16.11.2019)
2019 წლის 1 იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოდან უცხოეთის ქვეყნებში გადაირიცხა 190 მლნ დოლარზე მეტი, რაც 0,3%-ით აღემატება 2018 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობა, 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, 8,3%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, და 1,4 მლრდდ დოლარი შეადგინა. 

წლის დასაწყისში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები 8%-ით ნაკლები იყო, ვიდრე 2018 წლის იგივე პერიოდში. რუსეთდან ფულადი გადარიცხვების საერთო მოცულობამ განვლილ ათ თვეშო დაახლოებით 347,2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 24,6%-ია.

 რუსეთის გარდა ამ მხრივ ლიდერი ქვეყნების ექვსეულში ასევე შედიან: იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოდან უცხოეთში გადაირიცხა დაახლოებით 22,5 მლნ დოლარი, რაც 5.9%-ით მეტია გასული წლის ოქტომბერთან შედარებით.

რაც შეეხება ათი თვის მონაცემებს, 2019 წლის 1 იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოდან უცხოეთის ქვეყნებში გადაირიცხა 190 მლნ დოლარზე მეტი, რაც 0,3%-ით აღემატება 2018 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს.

164
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (752)
მამუკა ხაზარაძე

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ლარის გადარჩენის გეგმა წარადგინა

23
(განახლებულია 09:46 30.09.2020)
როგორც გამოსავალი, მამუკა ხაზარაძის შეთავაზებაა ფიზიკური და იურიდიული პირების სესხების რესტრუქტურიზაცია და ლარის კურსისთვის „განსაზღვრული დერეფანის“ შემოღება

თბილისი, 30 სექტემბერი  — Sputnik.  ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ქვეყნისა და ლარის „შველა“ გადაწყვიტა და შესაბამისი გეგმა შეიმუშავა

საქართველოში ამ ეტაპზე დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის კურსი ეცემა, რაც მოსახლეობის სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. ეროვნულ ბანკში ლარის ამ მდგომარეობას ეკონომიკური კრიზისისა და არჩევნების გამო ბაზარზე ნეგატიური მოლოდინებით ხსნიან.

პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოიფიქრა, თუ როგორ დეხმაროს მოსახლეობას, რომელთაც სესხი დოლარში აქვთ აღებული და ლარის მერყევი კურსის გამო ზარალდებიან.

 „წლის დასაწყისში ფიზიკურ პირებს 3,8 მლრდ დოლარის მოცულობის კრედიტი ჰქონდათ, დღეს კი მერყევი კურსის გამო 600 მილიონი დაკარგეს – ეს კოლოსალური თანხაა. ეს ის თანხაა, რომლის გამოყენებაც ადამიანებმა საკუთარი შვილებისა და ოჯახებისთვის ვერ მოახერხეს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

Fitch: საქართველოს ეკონომიკა იმაზე ნაკლებად დაეცემა, ვიდრე ამას ხელისუფლება ვარაუდობს>>>

როგორც გამოსავალი, ხაზარაძის შეთავაზებაა ფიზიკური და იურიდიული პირების სესხების რესტრუქტურიზაცია.

 „ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ჩვენ ეს ტვირთი უნდა მოვხსნათ“, – აღნიშნა მან.

გარდა ამისა, პარტიის ლიდერმა ლარის „შველის“ საკუთარი სქემა წარმოადგინა.

 „ლელო” ლარის „დერეფნის განსაზღვრის“ მექანიზმის შემოღებას გთავაზობთ. ჩვენ შეგვიძლია გავაჩეროთ და დავასტაბილუროთ ლარი და ამის გაკეთება უახლოეს მომავალშია შესაძლებელი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

თუმცა, ხაზარაძეს არ განუმარტავს, თუ როგორ იმოქმედებს  დერეფნის პრინციპი.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, ლარის კურსი არჩევნების შემდეგ დასტაბილურდება. რაც შეეხება ფასებს, ინფლაციის დონე უკვე კლებისკენაა და მომავალ წელს მიზნობრივ მაჩვენებელს – 3%–ს მიაღწევს, შემდეგ კი ამ ნიშნულსაც ჩამოსცდება.

23
თბილისი

საქართველო მსოფლიო ბანკის კვლევაში  რამდენიმე მიმართულებით დაწინაურდა

28
(განახლებულია 10:31 30.09.2020)
საქართველოს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ გაუარესდა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით – 74,04 ქულა,  გასულ წელს ქვეყანამ 76,44 ქულა მიიღო

თბილისი, 30 სექტემბერი  — Sputnik.  საქართველომ  მთავრობის მართვის ეფექტურობის მხრივ 100-დან 76,2 ქულა დააგროვა და ამით 1996 წლიდან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ 2019 წლის კვლევაში „გლობალური მართვის ინდიკატორები. 

საქართველომ „რეგულაციების ხარისხი“ გააუმჯობესა და 82,69 ქულა მიიღო. რაც შეეხება კორუფიასთან ბრძოლის მაჩვენებელს, ქვეყანამ 74,4 ქულა მიიღო – წინა წლის მაჩვენებელი ოდნავ გაუარესებულია 76,44.

ქვეყანამ დაბალი ქულები მიიღო რეიტინგში „კანონის უზენაესობა“ – 62% და „პოლიტიკური სტაბილურობა“ და „ძალადობის არარსებობა“ – 29,05%

რეიტინგში „ხმა და ანგარიშვალდებულება“ კი საქართველომ 52,3% მიიღო.

კვლევის თანახმად, საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, რამდენადაც მეზობელმა ქვეყნებმა გაცილებით დაბალი ქულები მიიღეს.

28
ვერა ქობალია

ვერა ქობალიას ულამაზესი შვილი ჰყავს - ნახეთ გოგონას ფოტოები

0
(განახლებულია 12:23 30.09.2020)
ნახეთ როგორ ცხოვრობს ერთ-ერთი ულამაზესი ექს-მინისტრი კანადაში და რა ლამაზი შვილი ჰყავს, რომელიც პოლიტიკოსს 7 წლის წინ შეეძინა

მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა, ვერა ქობალია სოციალურ ქსელში კვლავ აქტუაური გახდა.

View this post on Instagram

We got marbled 🌈 @bumbershoot @pandora

A post shared by Vera Kobalia (@verakobalia) on

სააკაშვილის თქმით, ვერა ქობალია 300 მილიონიანი ქვეყნის, ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველი გახდა, რომელიც მიავლინა ინდონეზიის პრეზიდენტის და მთავრობის დასახმარებლად ავსტრალიის მთავრობამ და ბოლო წლებში და ძალიან წარმატებული ბიზნესმენია კანადაში.

მუშაობს ინოვაციების სფეროში და მისი კომპანიის აქციონერი გახდა ტვიტერი. ექს-პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მისი ხელისუფლების დაბრუნების პირობებში, ვერ აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში.

View this post on Instagram

A post shared by Vera Kobalia (@verakobalia) on

ვერა ქობალია სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურია. ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს კანადაში და პირადი ხასიათის ფოტოების გამოქვეყნებას ერიდება.

View this post on Instagram

Music is Life 🎶 Bumbershoot Music Festival #Seattle #LabourDayWeekend 🇺🇸

A post shared by Vera Kobalia (@verakobalia) on

მისი მე­უღ­ლე, არ­ქი­ტექ­ტო­რი და­ვით კურ­ცხა­ლი­აა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ვერა ქო­ბა­ლი­ამ აღნიშნა, და­ვით კურ­ცხა­ლი­ას არას­დროს უმუ­შა­ვია სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში, ის კერ­ძო ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი და მათ ერ­თმა­ნე­თი გუ­და­ურ­ში, მე­გობ­რე­ბის წრე­ში გა­იც­ნეს.

 

 

2013 წლის მაისში წყვილს ანასტასია კუირცხალია შეეძინათ. გოგონა უკვე 6 წლისაა. როგორც პოლიტიკოსის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, ოჯახი ხშირად მოგზაურობს ბავშვთან ერთად.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება