საგარეო ბრუნვა: ექსპორტი იზრდება, იმპორტი – მცირდება

© photo: Sputnik / Stringerბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული პროდუქციის ექსპორტი გასაღების ბაზრების გაფართოების ხარჯზე გაიზარდა – თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდა ევროკავშირის ქვეყნებთან, თურქეთთან და ჩინეთთან.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0,5%-ით გაიზარდა და თითქმის 10,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკური დესპანები საქმიანობას 2020 წლიდან შეუდგებიან

ქართული პროდუქციის ექსპორტმა ათ თვეში 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 10,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, იმპორტი 3,1%-ით შემცირდა და თითქმის 7,3 მლრდ დოლარი შეადგინა.

ექსპორტის ზრდას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე ფაქტორით ზრდის, მათ შორის გასაღების ბაზრების გეოგრაფიის გაფართოებით.

კერძოდ, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდისა და დივერსიფიკაციის საკითხებზე. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, საექსპორტო პროდუქტების დივერსიფიკაციას და ქმნის ექსპორტის პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას.

გასაღების ბაზრები

საქართველო წარმატებით ვაჭრობს მეზობელ ქვეყნებთან – ლიდერები წლიდან წლამდე არიან თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი, ასევე ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნები. მიმდინარე წლის ათი თვის მონაცემები ამ ქვეყნებიდან ექსპორტისა და იმპორტის შესახებ „საქსტატს" ჯერ არ გაუვრცელებია.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საამქრო - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკა: რა უწყობს ხელს ზრდას

წარმატებით ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან. ბოლო პერიოდში საქართველომ გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის EFTA-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან.

აქტიურად განიხილება მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა იაპონიასა და აშშ-თან. იმავდროულად ხელი მოეწერა შეთანხმებას ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნების თაობაზე.

სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაიწყება მოლაპარაკებები ინდოეთთან.

 

ყველა ახალი ამბავი
0