ბათუმის პორტი

საქართველოში პორტების დატვირთვა გაიზარდა

43
(განახლებულია 18:05 13.11.2019)
რაც შეეხება უცხოელ ვიზიტორებს, საქართველოში ფოთის პორტის გავლით 2 284 ვიზიტი , ბათუმის პორტის გავლით კი 1 344 განხორციელდა

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. 2018 წლის ოქტომბრის პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ფოთის პორტში რეისების რაოდენობა 52%-ით გაიზარდა, ბათუმის პორტში კი 5%-ით, ნათქვამია საქართველოს შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ოქტომბერში ფოთში 241 რეისი განხორციელდა, ბათუმში კი 104.

საქართველოს სააზღვაო პორტები 

რეისების რაოდენობა 2018 წლის ოქტომბერი 2019 წლის ოქტომბერი
ფოთის პორტი 158 241
 ბათუმის პორტი 99 104

რაც შეეხება უცხოელ ვიზიტორებს, საქართველოში ფოთის პორტის გავლით 2 284 ვიზიტი (+88%), ბათუმის პორტის გავლით კი 1 344 (+0,2%) განხორციელდა, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მასალებში.

43
დაკეტილი სასტუმროები, კაფე–ბარები

შრომის ინსპექციამ წესების დარღვევისთვის სამი ობიექტი დააჯარიმა

21
(განახლებულია 09:56 19.01.2021)
ბოლო დღეებში შრომის ინსპექციამ 500-ზე მეტი სხვადასხვა ობიექტი შეამოწმა, აქედან გააფრთხილეს 485  ობიექტი

თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. საქართველოში კოვიდ-შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ 48 ათასზე მეტი ობიექტი შემოწმდა, განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების უფროსმა ბექა ფერაძემ.

ფერაძის განმარტებით, ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, 28 ნოემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით პერიოდში ზედამხედველობა განხორციელდა 48 589 ობიექტზე, რეკომენდაციები კი გაიცა 26 841 ობიექტზე.

14-17 იანვარს  შემოწმდა 553 ობიექტი, მათგან 485-ს ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა, 65 ობიექტი კი საქმიანობას პროტოკოლის სრული დაცვით ახორციელებდა.

„ამავე პერიოდში 322-ე დადგენილების მიხედვით აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის სამი ობიექტი დაჯარიმდა. მათგან ერთ-ერთი ახორციელებდა დახურულ სოციალურ ღონისძიებას, რომელსაც 100-ზე მეტი ფიზიკური პირი ესწრებოდა“, -აღნიშნა ფერაძემ.

საქართველოში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები დააწესა. არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, კაფე–რესტორნები, ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

21
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
„ენგურჰესი

თურნავა: „ენგურჰესის“ რემონტი მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის

26
(განახლებულია 08:49 19.01.2021)
სარემონტო–აღდგენითი სამუშაოები განუწყვეტლივ რეჟიმში ჩატარდება, რათა „ენგურჰესმა“ დროულად განაახლოს ფუნქციონირება

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოში ყველაზე მძლავრი სადგურის – „ენგურჰესის“ რემონტის პროექტი მასშტაბურია და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

დერივაციული (ჰიდროტექნიკური) გვირაბის დაგეგმილი სამუშაოების გამო სადგური 20 იანვრიდან 1 მაისამდე არ იმუშავებს. გამოირთვება „ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი.

მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია თურნავამ ქვეყნის ენერგოსექტორის სახელმწიფო უწყებებისა და იმ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა, რომლებიც ჰესის რემონტის პროექტს ახორციელებენ.

„ენგურჰესი“ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და იაფი ენერგიის წყაროა... მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის პერიოდულად აუცილებელია სადგურზე სარეაბილიტაციო–სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ამჯერად განხორციელდება საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები – ესაა გვირაბის ცემენტაცია, დალექილი ლამის გამოტანა, ელექტრომექანიკური ნაწილების შეკეთება–რეაბილიტაცია, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ სადგურის მიერ წყლის დანაკარგი შემცირდება, ელექტროსადგურის გამომუშავება კი მოიმატებს“, – განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სარემონტო სამუშაოები უწყვეტ– 24–საათიან რეჟიმში განხორციელდება, რათა დროულად ამუშავდეს ქვეყნის უმძლავრესი ჰესი.

თურნავა: საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის გაჩერებით არ დაზარალდება>>

სარემონტო სამუშაოები „ენგურჰესზე“ ბოლოს 15 წლის წინ ჩატარდა. თურნავას განცხადებით, ჰიდროსადგურის მუშაობის უსაფრთხოებისთვის მისი გაჩერება აუცილებელია. ამისთვის კი ყველაზე ოპტიმალური დრო შეარჩიეს, როდესაც „ენგურჰესის“ წყლის რესურსები მინიმალურია.

რემონტის პროექტის სრული ღირებულებაა 45 მლნ ევრო. აქედან 7 მლნ ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მიერ გამოყოფილი თანხა.

„ენგურჰესი“ ყველაზე დიდი ჰესია კავკასიაში და ის საქართველოს ელექტროენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთარში აფხაზეთს მიეწოდება, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

„ენგურჰესი“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ, ვარდნილჰესი №1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40 ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში ამ ტიპის დამბებს შორის, მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

26
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა
გუდაური

 კობი-გუდაურის სამხედრო გზაზე ზვავსაშიში ფერდობების მონიტორინგი თოვლმავალით განხორციელდება

0
(განახლებულია 12:01 19.01.2021)
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სამხედრო გზა, ზვავის წარმოქმნის მხრივ, ერთ–ერთი მაღალი რისკის ზონაა.

 

თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კობი-გუდაურის სამხედრო გზაზე ზვავსაშიში ფერდობების მონიტორინგს თანამედროვე, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით - თოვლმავალით (ბურანი) განახორციელებენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ზვავსაშიშროების დროს გუდაური-კობის გზის 14 კმ-იან მონაკვეთზე  მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება შეუძლებელია.

„თოვლმავალის დახმარებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ოპერატიულად შეაფასებენ არსებულ ვითარებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სამხედრო გზის მომსახურებას ოპერატიულ რეჟიმში მუდმივად ახორციელებენ.

ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა დღესდღეობით ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. „ზემო ლარსის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი კი ერთადერთი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

საქართველოს გზებზე უამინდობამ პრობლემები შექმნა. სტეფანწმინდა-მცხეთა-ლარსის კობი-გუდაურის მონაკვეთი ზვავსაშიშროების გამო 11 იანვრიდან დაკეტილია. უახლოეს დღეებში უამინდობა შენარჩუნდება. 18-20 იანვარს სინოპტიკოსები თოვლს, ქარბუქს და ყინვას ვარაუდობენ.

0
თემები:
უამინდობა საქართველოში