სახლის მშენებლობა

თბილისში ბინების ფასები ლარში გაიზარდა, ხოლო დოლარში შემცირდა

98
(განახლებულია 17:54 08.11.2019)
საქართველოს დედაქალაქში მოთხოვნა ძირითადად ახალაშენებულ საცხოვრებელზეა – იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 15,1 ათასზე მეტი ბინა და სახლი გაიყიდა.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში ფასები საცხოვრებელზე მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, 2018 წლის ბოლოსთვის არსებულ მონაცემებთან შედარებით, ლარში გაიზარდა 6,6%-ით, ხოლო დოლარსა და ევროში, შესაბამისად, 4%-ით და 0,8%-ით შემცირდა. ასეთია TBC Research-ის კვლევის შედეგები.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფასები უცხოურ ვალუტაში კვლავ შემცირდება.

ეს, ექსპერტების აზრით, 2019 წლის იანვარში დაკრედიტების წესების გამკაცრებას უკავშირდება.

კვლევის თანახმად, ძირითადად ყიდულობენ ახალ საცხოვრებელ ფართებს. იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით თბილისში გაიყიდა 1,1 მილიონი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის (-2,5%) 15,1 ათასზე მეტი ახალი ბინა და სახლი (-1,9%).

რაც შეეხება მეორად საცხოვრებელს, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით გაიყიდა დაახლოებით 9,4 ათასი ბინა და სახლი (-7,8%), რომელთა საერთო ფართობია 600 ათასი კვადრატული მეტრი (-2,5%).

გასულ წელთან შედარებით გაიზარდა მრავალბინიანი სახლების მშენებლობის ნებართვების რაოდენობა – 149 (+40%). ამასთან საცხოვრებლის საერთო ფართი გაიზარდა 81%-ით და 703 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა.

რა იცვლება შენების წესებში... გამარტივდება თუ არა რეგულაციები?>>

ყველაზე მეტი ნებართვა გაიცა დიდი დიღმის (41), საბურთალოსა (26) და სამგორის (19) რაიონებში, ხოლო ყველაზე ნაკლები – კრწანისში (4), ჩუღურეთსა (4) და დიდუბეში (7).

98
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (753)
აზიის განვითარების ბანკის ლოგოტიპი

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 150 მილიონი დოლარის კრედიტი დაამტკიცა

8
(განახლებულია 09:01 01.10.2020)
კრედიტი მთავრობას დაეხმარება ქალაქებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და სანიტარიის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებაში, ასევე სამართლებრივი, ნორმატიული და ინსტიტუციური გარემოს შექმნაში, რაც ახალი ინვესტიციების მოზიდვისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოსთვის 150 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტი დაამტკიცა, რაც ქვეყანაში წყალმომარაგებისა და წყალანირების მომსახურების გაუმჯობესებას, ასევე მთავრობას სექტორის განვითარებისთვის კომპლექსური მიდგომის შემუშავებაში დაეხმარება, ნათქვამია ADB–ს განცხადებაში.

წყალმომარაგებისა და წყალანირების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში ADB წარმოადგენს 130 მლნ დოლარის პოლიტიკურ კრედიტს და 20 მლნ დოლარის ოდენობის საპროექტო კრედიტს.

საქართველოს ხუთი ქალაქის მოსახლეობას ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფენ>>

„ამჟამად საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების მართვა და ოპერაციები არაეფექტურია. ეს აფერხებს სექტორის მდგრადობას და ხელს უშლის წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული სერვისების თანაბრად მიწოდებას ქალაქებსა და სოფლებში. ამ პროგრამის მიზანია საქართველოს დაეხმაროს სექტორის მართვისა და ეფექტურობის გაუმჯობესებაში და ამით კიდევ უფრო მეტი ოჯახისა და ბიზნესისთვის გახადოს ეს სერვისები ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ADB-ის ურბანული განვითარების მთავარმა სპეციალისტმა ჰეიონგ ჰონგმა.

საქართველოში წყალმომარაგება დღეში ოთხიდან ოცდაოთხ საათამდე მერყეობს, რაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს. ქალაქების მოსახლეობის დაახლოებით 92%-ს და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 64%-ს წყალი ონკანით მიეწოდება მაშინ, როცა ქალაქის მოსახლეობის 84%-სა და სოფლად მცხოვრებ 20%-ს მიუწვდება ხელი კანალიზაციაზე, ხოლო მთელი მოსახლეობის მხოლოდ 36% სარგებლობს წყალარინების გამწმენდი სისტემით.

კრედიტი მთავრობას დაეხმარება, რომ განავითაროს ერთიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების პოლიტიკა, რომელიც თანაბრად დაფარავს ქალაქებსა და სოფლებს. სესხი ასევე დაეხმარება სამართლებრივი, მარეგულირებელი და ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესებას, რაც ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და კერძო სექტორის ჩართულობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ეს გააძლიერებს ადგილობრივი მმართველობებისა და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (United Water Supply Company of Georgia  – UWSCG) შესაძლებლობებს ქალაქებსა და სოფლებში არსებული საჭიროებების სათანადო შესრულებისთვის.

პროექტისთვის გამოყოფილი კრედიტი განკუთვნილია UWSCG–ს სიმძლავრეებისა და აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურებისთვის. ეს ასევე დაეხმარება მთელ ქვეყანაში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემის მომზადებას. თელავში, რეგიონულ ცენტრში, სადაც წყალი დღის განმავლობაში დაახლოებით 4 საათით მიეწოდება, წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ახალი რეზერვუარებისა და ჭაბურღილების მოწყობა საბოლოო ჯამში 24-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. ასევე გაიზრდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელში ჩართული საცხოვრებელი სახლების რაოდენობა, ხოლო გამრიცხველიანება არსებული 40%-დან 100%-მდე გაიზრდება.

საქართველოს ქალაქური გარემოს გასაუმჯობესებლად თანხა გამოუყვეს>>

ADB ასევე განახორციელებს 250 000 აშშ დოლარის ოდენობის ტექნიკურ დახმარებას, რომელიც საქართველოს ცალკეულ ქალაქებში ქონების მართვის სისტემას წყალმომარაგების მაღალი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს. აღნიშნული თანხიდან 225 000 აშშ დოლარი ADB-ს მაღალი ტექნოლოგიების ფონდიდან გრანტის სახით დაფინანსდება, დანარჩენ 25 000 აშშ დოლარს მთავრობა გაიღებს.

ADB საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გაუმჯობესებაში 2011 წლიდან ეხმარება, მას შემდეგ, რაც UWSCG–ს 500 მილიონ დოლარამდე მულტიტრანშული სესხი გამოუყო. ამან გაზარდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისებზე წვდომა ქვეყნის 12 ქალაქში მცხოვრები 300 ათასზე მეტი ადამიანისთვის.

ამა წლის ივლისში ADB-მ Georgia Global Utilities (GGU) მიერ პირველად გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში 40 მილიონი დოლარის ინვესტირების შესახებ განაცხადა, რომლის ამონაგები თანხა მოხმარდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესებას თბილისსა და ახლომდებარე მუნიციპალიტეტებში და მოახდენს განახლებადი ენერგიისა და წყლის ოპერირების ვალის რეფინანსირებას. GGU-ს შვილობილი კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (Georgian Water and Power LLC) საქართველოში ყველაზე დიდი კერძო კომუნალური მომსახურების კომპანიაა, რომელიც დაახლოებით 1.4 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, ნათქვამია განცხადებაში.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 100 მლნ დოლარი გამოუყო>>

ADB-ს მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა.

ADB საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტიორია. საქართველოსთვის გამოყოფილი ვალის საერთო რაოდენობა 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

8
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (753)
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 1 ოქტომბერს

81
(განახლებულია 17:39 30.09.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0819 ლარით გამყარდა.

თბილისი, 1 ოქტომბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2059 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0819 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 1 ოქტომბერს
ლარის კურსი 1 ოქტომბერს
81
თემები:
ლარის კურსი დღეს
პარტია „ლელოს წინასაარჩევნო ბანერი. ბადრი ჯაფარიძე

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ პარტიული სია წარმოადგინა

0
(განახლებულია 10:56 01.10.2020)
სიის პირველ 30 ნომრად წარმოდგენილი არიან ექს–პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი არიან

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ პარტიული სია წარმოადგინა, რომელშიც ექს–პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აპარატის ყოფილი წევრები და ბევრი ახალი სახე შედის.

ვინ არიან „ლელოს“ მაჟორიტარები და შექმნის თუ არა „ქართული ოცნება" კოალიციას ხაზარაძესთან?>>

ხაზარაძემ პარტია 2019 წლის ბოლოს დააარსა. თავისი პირველი არჩევნებისთვის, რვა თვის შემდეგ ახალმა პარტიამ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მნიშვნელოვნად შეავიწროვა გამოცდილი პარტიების პოზიციები და მეოთხე–მეხუთე ადგილი დაიკავა.

სიის სათავეშია მისი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე. პირველ ხუთეულში, მის გარდა, არიან: ბანკირი ბადრი ჯაფარიძე, პარტია „შენების“ ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ექს–პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, იურისტი ირაკლი კუპრაძე.

სიაში ძირითადად შედიან ქართული პოლიტიკისთვის ახალი სახეები. მასმედიის მოლოდინების საწინააღმდეგოდ, იქ არ აღმოჩნდა არც ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, არც ექს–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. ეს მოლოდინები პარტიის დამფუძნებელთან ქვეყნის პირველი პირების მეგობრობას ეფუძნებოდა.

ამასთან, სიის პირველ 30 ნომრად წარმოდგენილი არიან მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენლები, ასევე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ბევრი სხვადასხვა სფეროს სპეციალისტი.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020