ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი

თბილისის შემდეგ ქუთაისი - Ryanair-ი რეისების რაოდენობას ზრდის

112
უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ევროპაში დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს იწყებს

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი მარსელიდან (საფრანგეთი) და ბოლონიიდან (იტალია) ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იფრენს, იუწყება საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების პრესსამსახური.

ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე - „რაინეარი“ფრენებს იწყებს >>

პირველი რეისი მარსელიდან ქუთაისის აეროპორტში ხუთშაბათს საღამოს, ხოლო ბოლონიიდან - შაბათს შესრულდება. ორივე მიმართულებით რეისები კვირაში ორჯერ განხორციელდება.

თბილისში Ryanair-ის თვითმფრინავები კვირაში ოთხჯერ მილანიდან დაფრინავენ. 2020 წლის აპრილიდან ემატება მიმართულება კოილნი-თბილისი. რეისები კვირაში ორჯერ განხორციელდება.

Ryanair - უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა ევროპაში, რომელიც 1984 წელს ირლანდიელმა მილიონერებმა ტონი რაიანმა, კრის რაიანმა და ლიამ ლონერგანმა დააარსეს.

Ryanair-ი ევროპის 28 ქვეყნის 180 აეროპორტს შორის 1,6 ათასზე მეტ მიმართულებას ემსახურება. ავიაკომპანიის ძირითადი აეროპორტი-ჰაბი არის ლონდონის სტანსტედი.

112
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (80)