ხილის ბაღები

ხელისუფლება მიწის რეგისტრაციის პრობლემას სერიოზულად მოჰკიდებს ხელს

83
(განახლებულია 16:11 07.11.2019)
საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს უახლოს სამ წელიწადში გადაჭრის.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განხილვის მთავარი თემა მიწის რეგისტრაციის პრობლემა გახდა.

სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელ უცხოელებს, შესაძლოა, ვალდებულებები დაეკისროთ>>

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.

„განვიხილავთ მიწის სპორადული და სისტემური რეგისტრაციისა და შემდგომი განვითარების საკითხს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს უახლესი სამი წლის განმავლობაში ამ პრობლემის სრულად მოგვარებას. ეს, ერთი მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და ასევე ადამიანებისთვის, რომლებიც ფლობენ სოფლად მიწას, მეორე მხრივ, კრიტიკულად მნიშვნელოვნია ეკონომიკისთვის, რამეთუ, მოგეხსენებათ, მიწა გახლავთ ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი", – განაცხადა მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, მიწის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები დეპუტატებისა და მინისტრების რეგიონებში ვიზიტების დროს მთავარი განსახილველი თემები იყო.

უცხოელებიდან ვინ ყიდულობს ყველაზე ხშირად საქართველოში უძრავ ქონებას>>

რეფორმის ფარგლებში 2019 წლის აგვისტოში მიწის რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა. ამ პერიოდისთვის დარეგისტრირდა დაახლოებით 300 ათასი ჰექტარი მიწა.

83
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (309)