საქართველო თურქეთთან პარტნიორობას გააღრმავებს: რა შეთანხმებას მიაღწია გახარიამ ანკარაში

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს მომავალში ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ქართულ-თურქული მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ჩატარება იგეგმება

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. საქართველო გეგმავს აქტიურად განავითაროს ეკონომიკური პარტნიორობა თურქეთთან და ორჯერ გაზარდოს საქონელბრუნვა მეზობელ ქვეყანასთან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ანკარაში ვიზიტის შეჯამებისას. 

გიორგი გახარია და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველო თურქეთთან საქონელბრუნვის გაორმაგებას გეგმავს

2016 წელს  ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭო ჩამოყალიბდა და ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას, რომელმაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრა.  

გარდა ამისა, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მეზობელ ქვეყანასთან 2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 14,1%-ია.

ახალი ამოცანები

თურქეთში გახარია და თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერდოღანი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგებაზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ დავგეგმეთ, განვიხილეთ შესაძლებლობა ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების და ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებები და ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს დღეებში გადაიდგმება, ეს გახლავთ ეკონომიკური კომისია, რომელშიც ჩვენი მთავრობა  ნოემბრის ბოლოს მიიღებს მონაწილეობას. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, სტრატეგიული საბჭო, რომლის მოქმედებაც გარკვეული პაუზის შემდგომ აღდგება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას თქმით, მთავრობის წევრებს უკვე დაევალათ, დაეხმარონ ქართული ბიზნესის განვითარებას. 

ლაპიდარული წერილი ტაო-კლარჯეთიდან - Sputnik საქართველო
თურქეთში ქართული მონასტრის ტერიტორიაზე უნიკალური უძველესი წარწერები აღმოაჩინეს

 „უკვე განვიხილეთ, როგორ დავეხმაროთ ქართულ ბიზნესს, რომელსაც აქვს ვაჭრობა თურქეთთან, და რამდენად შესაძლებელია წესების გამარტივება“, - განაცხადა თურნავამ.

საერთაშორისო საკითხთა ექსპერტმა ვასო კაპანაძემ „Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში დადებითად შეაფასა თურქეთში მიღწეული შეთანხმებები.

 „გახარიას ვიზიტი თურქეთში ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეიძლება შეფასდეს, ვინაიდან ეს ვიზიტი მომავალშიც განამტკიცებს ქართულ-თურქულ ურთიერთობებს. მიღწეულ იქნა შეთანხმებები იმაზე, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა ეკონომიკური მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ყველა ახალი ამბავი
0