რატომ გაამკაცრა ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკის ოფისი
ეროვნული ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო ორ თვეში რეფინანსირების განაკვეთი სამჯერ, ჯამურად 2%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც 102 ათასზე მეტ პირს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი გაუძვირდა.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზეზი სამიზნე 3%-იან ინფლაციამდე დაბრუნებაა, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ გამოქვეყნებულ ოქტომბრის ანალიტიკურ ანგარიშში.

„მონეტარული პოლიტიკის ანგარიში" ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტია, რომელსაც ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. ანგარიშში მოცემულია ინფლაციის პროგნოზი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საპროგნოზო ტრაექტორია, აგრეთვე დეტალურად არის აღწერილი ის ფაქტორები, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებები.

ანგარიშის მიხედვით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზეზი – რეფინანსირების სესხზე საპროცენტო განაკვეთის კიდევ 1%-ით, 8.5%-მდე ზრდა სამიზნე 3%-იანი ინფლაციამდე დაბრუნებაა.

ბანკომატი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკაზე შეიძლება უარყოფითად აისახოს

გარდა ამისა, სებ-ის პროგნოზით, გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ ლარიც უნდა გაამყაროს.

„პროცენტის ზრდა ქვეყანაში მთლიანი ხარჯვის მოცულობას შეამცირებს, რაც საბოლოოდ სამომხმარებლო პროდუქტების ფასების ზრდას შეანელებს. ამავდროულად პროცენტის ზრდა ლარში დაკრედიტებას ანელებს, ლარში დაზოგვას უფრო მიმზიდველს ხდის და ინვესტორებს უბიძგებს გამოიყენონ ლარის ფასიანი ქაღალდები. ეს კი ლარზე მოთხოვნის ზრდასა და კურსის გამყარებას უწყობს ხელს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი პირველად 4 სექტემბერს (6,5%-დან 7%-მდე) გაზარდა, მეორედ კი 25 სექტემბერს (7,5%-მდე). სებ-მა ბოლოს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8,5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება 23 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. შესაბამისად, ბოლო ორ თვეში რეფინანსირების სესხი სამჯერ, ჯამურად 2%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც 102 ათასზე მეტ პირს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი გაუძვირდა.

ეროვნული ბანკის მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ ერთხელ გაზარდა

უწყების ცნობით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6,4% შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ლარის კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. პოლიტიკის გამკაცრება გაგრძელდება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0