Wizz Air-ის თვითმფრინავი

ერთით ნაკლები: Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს

249
(განახლებულია 15:29 23.10.2019)
ავიარეისი, რომელიც ქუთაისს შვეიცარიის ქალაქთან აკავშირებდა, მგზავრთა შორის არაპოპულარული იყო.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 18 ნოემბრიდან წყვეტს ფრენებს ქუთაისიდან შვეიცარიის ქალაქ ბაზელის მიმართულებით, იუწყება პირველი არხი.

ქუთაისი-ბაზელის პირდაპირი რეგულარული რეისები 13 სექტემბრიდან დაიწყო, თუმცა, მგზავრთნაკადის სიმცირის გამო, მიმართულება არარენტაბელურად ჩათვალეს და მისი გაუქმება გადაწყვიტეს.

ბოლო რეისი ამა წლის 18 ნოემბერს შესრულდება. მგზავრები, რომლებმაც ბილეთები ამ მიმართულებით 18 ნოემბრის შემდეგ იყიდეს, მათ ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

მათ არჩევნის გაკეთება კომპენსაციის რამდენიმე ვარიანტიდან შეუძლიათ. კერძოდ, მიიღებენ წინადადებას ნებისმიერი სხვა მიმართულებით ფრენის თაობაზე, ბილეთის ღირებულების 100%-ით ანაზღაურების შესახებ ან 120%-ით - „ვიზ-კრედიტით".

WizzAir-ი საქართველოდან შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს>>

„ვიზეარი" გულწრფელად ბოდიშს უხდის მგზავრებს იმ დისკომფორტის გამო, რომელიც, შესაძლოა, ქუთაისი-ბაზელის რეისის გაუქმებამ გამოიწვიოს", - აღნიშნავენ კომპანიაში.

უნგრული კომპანია Wizz Air ბაზირებულია ქუთაისის აეროპორტში. ქართულ ბაზარზე ის 2012 წლიდან ოპერირებს. ამჟამად გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით საქართველოს საავიაციო ბაზარზე ლოუკოსტერი Wizz Air ლიდერობს.

249
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (156)
პირველი არხის შენობა

აუქციონი არ შედგა: პირველი არხის შენობის გაყიდვა არჩევნების დასრულებამდე გადაიფიქრეს

67
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოაცხადა – პროექტის საორიენტაციო ღირებულევა 46,8 მლნ ლარია

თბილისი, 15 აგვისტო  — Sputnik. აუქციონის მესამედ ჩავარდნის შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შენობის საპარლამენტო არჩევნებამდე გაყიდვა გადადო, ნათქვამია პირველი არხის განცხადებაში.

კოსტავას ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლანდელი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. სამეურვეო საბჭომ ჯერ კიდევ 2017 წელს მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და შენობის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.  

თავიდან შენობის 40 მლნ დოლარად გაყიდვა იგეგმებოდა, თუმცა, 16 ივნისს გამართულ აუქციონზე შენობის შეძენის მსურველი არ გამოჩნდა.

ამის შემდეგ შენობა აუქციონზე კიდევ ორჯერ გაიტანეს – 36 და 32,4 მლნ დოლარად, თუმცა, მცდელობა კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა.

საზოგადოებრივ მაუწყებელში აუქციონის ჩავარდნა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისით ახსნეს და  საპარლამენტო არჩევნების დამთავრებამდე შენობის გაყიდვა გადაავადეს.

საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი, რომლის შედეგებიც სამ–ოთხ კვირაი იქნება ცნობილი.

ამასთან, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამშენებლო ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა უკვე გასცა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა ვაკე-საბურთალოს რაიონში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება, პროექტის სავარაუდო ღირებულება 46,8 მილიონ ლარს შეადგენს. მშენებლობისთვის გამოყოფილია ორი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი.

67
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 15 აგვისტოს

97
(განახლებულია 09:10 15.08.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,001 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0738 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,001 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 15 აგვისტოს
97
თემები:
ლარის კურსი დღეს
პარტია „ტრიბუნას“ დროშა

ცნობილი ქართველი უფლებადამცველი პოლიტიკაში მიდის

0
(განახლებულია 20:04 15.08.2020)
პარტია, რომელშიც შევიდა მუხაშავრია, არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. იმისათვის, რომ პარლამენტში მისი წარმომადგენელი მოხვდეს, მან ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 1% უნდა მიიღოს.

თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ცნობილმა უფლებადამცველმა, დამფუძნებელმა არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ლია მუხაშავრიამ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა და შეუერთდა პარტიას „ტრიბუნა“, იუწყება ტელეარხი Imedi.

პარტია „ტრიბუნა“ 2019 წელს მმართველი პარტიის ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ დააფუძნა. წელს პარტია არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.

„ამ არჩევნებმა ძალიან ბევრი რამ უნდა შეცვალოს ამ ქვეყანაში. პირველ რიგში კი უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რაც ადამიანებს მისცემს დარღვეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. მე ვფიქრობ, რომ „ტრიბუნას" სწორედ ამ მხრივ აქვს ძალიან კონკრეტული მიმართულება და ძალიან კონკრეტული გეგმები პოლიტიკაში“, - განაცხადა მუხაშავრიამ.

პარტია „ტრიბუნა“ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. იმისათვის, რომ პარლამენტში მისი წარმომადგენელი მოხვდეს, მან ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 1% უნდა მიიღოს.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. დღეისათვის მათში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე 52-მა პარტიამ გაიარა.

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება