ფასები სამრეწველო პროდუქციაზე მკვეთრად გაიზარდა

© Government of Georgiaმზის პანელების ქარხანა ქუთაისში
მზის პანელების ქარხანა ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფასები ძირითადად გადამამუშავებელი და სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე იზრდება.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასები 2019 წლის სექტემბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 11,2%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

საქართველოში ფასების ზრდა, მათ შორის სამრეწველო პროდუქციაზე, ეროვნული ვალუტის დევალვაციის ფონზე მიმდინარეობს. ნახევარ წელიწადში ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა. დღეს ლარის კურსი დოლარის მიმართ არის 2,9718 GEL/$1.

ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა შეიძლება მონეტარული პოლიტიკა შეცვალოს

ფასების ინდექსის ფორმირებაზე გავლენა ძირითადად მოახდინა ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 11,9%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 21,5%-ით.

სექტემბერში ფასებმა სამრეწველო პროდუქციაზე, აგვისტოსთან შედარებით, 1%-ით მოიმატა.

ადგილობრივი წარმოება

საქართველოში გამოშვებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 10,4%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად ფასებმა იმატა გადამამუშავებელ მრეწველობაში – 12,6%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 14,2%-ით.

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტზე გამავალი სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, 13,5%-ით გაიზარდა.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
ფასები იზრდება – ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, პანიკას არ აჰყვეს

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 39,3%-ით. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტზე გამავალი პროდუქციის ფასები გაიზარდა 10,1%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 8,2%-ით, ხოლო ლითონის ნაკეთობებზე – 16,3%-ით.

საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში გაიზარდა 11,7%-ით. ამასთან, იმპორტირებული გადამამუშავებელი პროდუქცია გაძვირდა 10,7%-ით, მათ შორის კვების პროდუქტები – 15%-ით.

სამომხმარებლო ფასები

ინფლაციის წლიურმა დონემ სექტემბერში 6,4% შეადგინა, ამასთან, ფასები სურსათზე 11,7%-ით გაიზარდა.

თურნავა: პრივატიზაცია ლარის კურსს გაამყარებს>>

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არის, რომ ის ინფლაციური ზეწოლის შესამცირებლად თანმიმდევრულად იყენებს ყველა ბერკეტს და ფასები აუცილებლად შემცირდება.

ეროვნული ვალუტის ინფლაციაზე გავლენა მოახდინა ასევე რუსეთის მხრიდან საქართველოში ფრენების აკრძალვამ, მიიჩნევენ ექსპერტები.

ყველა ახალი ამბავი
0