„საქართველოს რკინიგზამ" ახალი სატრანზიტო ტვირთები მოიზიდა

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რკინიგზას" ახალი მარშრუტის შექმნაში დაეხმარა საერთაშორისო კომპანია MAERSK.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზის" ინიციატივით საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარულად ივლის საკონტეინერო გემი, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.

საკონტეინერო გემმა პირველი რეისი უკვე შეასრულა და ფოთის პორტში შემოვიდა. რეისები კვირაში ერთხელ განხორციელდება. ახალი მარშრუტის წყალობით შესაძლებელი გახდა შემცირებულ დროში და მნიშვნელოვნად დაბალი ტარიფებით ტვირთების გადაზიდვა ევროპასა და აზიას შორის „საქართველოს რკინიგზის" მეშვეობით.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის საკონტეინერო გემი იმოძრავებს

„ორი ქვეყნის პორტს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს სარკინიგზო დერეფანზე მოთხოვნის ზრდას და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. საქართველოსა და უკრაინას შორის ახლად დანიშნული საკონტეინერო გემი სარკინიგზო ტვირთბრუნვის ზრდას და შუა დერეფნის განვითარებას, ასევე ბლოკ–მატარებლების მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდას შეუწყობს ხელს", – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროპისა და აზიის სატრანზიტო ტვირთების გადმორთვას მოცემულ მარშრუტზე გადაზიდვის მინიმალური დრო და ხელსაყრელი ტარიფები განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, გაზრდის საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლს და ხელს შეუწყობს რკინიგზის საკონტეინერო გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

სატვირთო გადაზიდვებიდან საქართველოს რკინიგზის შემოსავლები გაიზარდა>>

ამასთან, ქვეყნებს, რომლებსაც სახმელეთო საზღვარი არა აქვთ, გაუჩნდებათ შესაძლებლობა, ერთმანეთს სარკინიგზო მიმოსვლით დაუკავშირდნენ, აღნიშნულია განცხადებაში.

პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საერთაშორისო კომპანია MAERSK-ის მხარდაჭერამ, რომელიც ფოთის პორტში ოპერირებს.

ყველა ახალი ამბავი
0