რთველი

რაჭაში 1,4 ათას ტონაზე მეტი ყურძენი მოიკრიფა

88
(განახლებულია 13:35 17.10.2019)
რაჭაში რთვლის დროს „მუჯურეთული“ და „ალექსანდროული“ ჯიშის ყურძენი მოიკრიფა, რომლისგანაც „ხვანჭკარას" ამზადებენ.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მაღალმთიან რაჭაში „მუჯურეთულისა“ და „ალექსანდროულის“ ჯიშის 1,4 ათასზე მეტი ტონა ყურძენი მოიკრიფა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

საკოორდინაციო შტაბი, რომელიც მევენახეებს ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარებაში ეხმარება, ამბროლაურშია მობილიზებული.

ამჟამად ამბროლაურში ღვინის მწარმოებელი ათი კომპანია მუშაობს. ისინი ფერმერებისგან მოსავალს 18 ლოკაციაზე იბარებენ.

წინასწარი პროგნოზით, წელს რაჭაში დაახლოებით 1,5 ათას ტონა „მუჯურეთულსა“ და „ალექსანდროულს“ ელოდებოდნენ. სწორედ ამ ჯიში ყურძნისგან მზადდება ღვინო „ხვანჭკარა". როგორც ჩანს, ისევე, როგორც კახეთში, რაჭაშიც მოსავალი პროგნოზს გადააჭარბებს.

კახეთში რთველი დასასრულს უახლოვდება. იქ მოსავლის აღება აგვისტოს ბოლოს დაიწყო. ყურძნის გადამუშავებამ კახეთში 267 ათას ტონას მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 30 წლის განმავლობაში.

88
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (67)