გახარია: წლევანდელი რთველი მარტივი არ ყოფილა

© Sputnik / STRINGERრთველი კახეთში
რთველი კახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთვლის დაწყებიდან კახეთში დაახლოებით 263 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა.

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. წლევანდელი რთველი არ იყო მარტივი, ამიტომ საჭიროა შეიქმნას ახალი ფორმატი, რათა გვქონდეს პირდაპირი კავშირი მეღვინეებთან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მეღვინეებთან გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ბაზრების ხარისხზე და დივერსიფიკაციაზე მუშაობა. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 9 მილიონ ლარზე მეტი არის ჩადებული მარკეტინგული პროგრამებისთვის, ახლა არის მოსაფიქრებელი მათი მიზნობრიობა.

რთველი - Sputnik საქართველო
რთველი რაჭაში ინაცვლებს: იწყება ალექსანდროულისა და მუჯურეთულის კრეფა

„ჩვენ ასევე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ რთველზე, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ გამოვძვერით, როგორც ჩანს, არ იყო მარტივი რთველი... მეღვინეობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი, არ არის მხოლოდ ეკონომიკა, ეს ჩვენი კულტურული იდენტობის ნაწილია და მინდა ყოველგვარი შებოჭვის გარეშე, ღიად მითხრათ, სად არის პრობლემები, სად გჭირდებათ დახმარება და შემდეგ მე გეტყვით, სად ვხედავთ გარღვევების საშუალებას და სად შეიძლება ცოტა უფრო ეფექტურებიც ვიყოთ“, – მიმართა გიორგი გახარიამ მეღვინეებს.

საქართველოს სჭირდება ახალი ენერგია ეკონომიკაში არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, არამედ ქართული ბაზრის გასაძლიერებლად, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია მევენახეობა-მეღვინეობა, რომელიც ავითარებს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას, არამედ საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკის სხვა სექტორებზე.

კახეთში რთველი დასასრულს უახლოვდება, რაჭაში კი ახლა იწყება. 9 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთში დაახლოებით 263 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა.

წელს რაჭაში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის 1500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. ამ ყურძნის ჯიშებიდან განთქმულ „ხვანჭკარას“ ამზადებენ.

როგორ იბადება ღვინო: ფოტოქრონიკა კახური რთვლიდან >>

ამბროლაურში რთვლის საკოორდინაციო შტაბი უკვე გაიხსნა და სრულად მობილიზებულია ადამიანური და ტექნიკური რესურსი, რათა ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

ყველა ახალი ამბავი
0