მშენებლობა რიქოთის უღელტეხილზე

რიკოთის უღელტეხილზე აქტიურად შენდება ხიდები და გვირაბები

764
უღელტეხილზე 96 ხიდი და 53 გვირაბი აშენდება

თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტის - რიკოთის უღელტეხილის აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რიკოთის უღელტეხილზე მთლიანობაში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. სამუშაოები 2022 წელს დასრულდება. გზის ახალი მონაკვეთების მშენებლობის წყალობით წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის დასაფარი დრო 8 საათიდან 4-4,5 საათამდე შემცირდება.

„აღნიშნული პროექტი, ევროპაში ერთერთი ურთულესია საინჟინრო თვალსაზრისით, ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისთვის, აქტიური სამშენებლო სამუშაოები ხევი-უბისას 12,2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. ხევი-უბისას მონაკვეთზე, 20 გვირაბიდან, სამუშაოები მიმდინარეობს 7 გვირაბზე და 35 ხიდიდან 11 ხიდზე. ხოლო უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სამუშაოები 6 გვირაბზე და 5 ხიდზე ხორციელდება.

რაც შეეხება დანარჩენ მონაკვეთებს, ხელშეკრულება უკვე გაფორმდა პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ხოლო შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სატენდერო წინადადებების შეფასება მიმდინარეობს.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარება უმნიშვნელოვანესია, როგორც ქვეყნის შიდა განვითარების, ასევე რეგიონში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებისათვის, როგორც მიმზიდველი სატრანსპორტო დერეფნის ჩამოსაყალიბებლად. ასევე, მზარდი ტურისტული ნაკადის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხო და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

 

764
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (330)
ვალუტის გადამცვლელი კურსი

ლარის კურსი 24 სექტემბერს

70
(განახლებულია 23:45 23.09.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0242 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 24 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2641 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0104 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურის 24 სექტემბერს
70
თემები:
ლარის კურსი დღეს
ლარის სხვადასხვა ნომინალის კუპიურები

რატომ ყიდის ეროვნული ბანკი რეზერვებიდან დოლარს კობა გვენეტაძის განმარტება

223
(განახლებულია 20:41 23.09.2020)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზით, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა, აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

ეროვნული ბანკი განაგრძობს ვალუტის გაყიდვას. დღეს გამართულ მორიგ აუქციონზე მან ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით კიდევ 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

პანდემია და არჩევნები საქართველოში: რა ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით>>

სავალუტო ბაზრის სტაბილიზებისთვის ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე ნახევარ წელიწადში უკვე 400 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა.

„ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები: „ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც ვერ გაამყარა“. ეს არასწორია. მსურს განვმარტო, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი... პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის. ამჟამინდელი ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა“, – დაწერა კობა გვენეტაძემ თავის Facebook-გვერდზე.

გვენეტაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად არის ამა თუ იმ ვალუტის წონასწორული კურსი, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ კი კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

„პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ძირითადად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების თითქმის განულებაში აისახა. ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა პანდემიის მიერ დაზიანებული ეკონომიკის დასახმარებლად დროის უმოკლეს პერიოდში უცხოური ვალუტით მოცულობითი დახმარება მოიზიდა, რომლის ნაწილიც, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მეშვეობით მიმდინარე წელს და, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ ნახევარშიც ეკონომიკას ეტაპობრივად მიეწოდება“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

გვენეტაძის აზრით, ისეთი სულისკვეთების განცხადებები, როგორიცაა „ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც ვერ გაამყარა“, ნებსით თუ უნებლიეთ, მოსახლეობას და ბიზნესს არასწორი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს და, საბოლოო ჯამში, მათ მხოლოდ აზარალებს.

„ამიტომ სასურველია გავიაზროთ, რომ როგორც მთელი მსოფლიო, ასევე საქართველო უპრეცედენტოდ რთულ პერიოდს გადის. ამ გამოწვევის წინააღმდეგ სწორი ნაბიჯების გადადგმით - რისი გამოცდილებაც ეროვნულ ბანკს აქვს - ამ კრიზისს მინიმალური დანახარჯებით გადავლახავთ“, – განაცხადა გვენეტაძემ.

პანდემია სერიოზულად აისახა ლარის კურსზე. ეროვნული ვალუტის კურსზე, რომელიც ანტირეკორდებს ამყარებს, ჯერ ნავთობის, ხოლო შემდეგ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი აისახა.

40 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2641 შეადგინა.

223
თემები:
ლარის კურსის დაცემა
თბილისი

„განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ“ პედიატრი ზამთრის პერიოდზე

13
(განახლებულია 09:25 24.09.2020)
 წელს მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რადგანაც COVID-19–სა და სხვა სეზონური ვირუსების სიმპტომები მსგავსია

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik.  პანდემიის პირობებში წლევანდელი ზამთარი მარტივი არ იქნება, მიაჩნია ქართველ პედიატრ მაია ხერხეულიძეს.

მისი თქმით, სეზონურ გრიპთან და სხვა რესპირატორულ დაავადებებთან ერთად, ამ ზამთარში კორონავირუსით ინფიცირების რისკი იქნება.

 „წელს განსაკუთრებული ყურადღება გვჭირდება, როგორც მშობლებს, ასევე ექიმებს, რადგან ხშირ შემთხვევაში კორონავირუსული ინფექცია და მისი მიმდინარეობა,  განსაკუთრებით ბავშვებში, არ განსხვავდება  სხვა ბანალური ვირუსული ინფექციებისგან“, – განაცხადა ხერხეულიძემ ტელეკომპანია Imedi-ის ეთერში.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსულ ინფექციასთან განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა საჭირო, რამდენადაც Covid-19 ბოლომდე შესწავლილი არაა. 

 „დასაწყისში გვეგონა, რომ ბავშვებში ეს ვირუსი არ არსებობს, მერე ვნახეთ, რომ თურმე ისინიც ინფიცირდებიან, თუმცა, შედარებით მსუბუქად. შემდეგ ვნახეთ რომ გართულებაც შესაძლებელია, ანუ ჩვენ გზადაგზა ვსწავლობთ რაღაცებს, ამიტომ ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში, აუცილებლად საჭიროა ექიმთან კონსულტაცია“, - განაცხადა პედიატრმა.

ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს განკარგულებაში ექნება  გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 135 ათასი დოზა. ვაქცინა ფრანგული წარმოებისაა, იგი გათვლილია  რისკ-ჯგუფებზე, რომლებსაც ყოველ წელს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული იმუნიზაციის კომიტეტი განსაზღვრავს.

რისკ–ჯგუფში პირველ რიგში შედიან ორსულები, ხანდაზმულები, ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინის დამატებითი რაოდენობით შეძენის საკითხზე მუშაობს.

საქართველოს მოსახლეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პოპულარიზაცია 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ შეიძინა 40 ათასი დოზა, მაგრამ პრეპარატის დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა. გასულ წელს ქვეყანამ შეიძინა უკვე 100 ათასი დოზა, საიდანაც გამოუყენებელი ძალიან მცირე ნაწილი დარჩა.

13