პარლამენტმა ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დაუბრუნა

© photo: Sputnik / Stringerფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს დეპუტატების შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებულ კანონპროექტს წარუდგენს.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი მთავრობას დასამუშავებლად დაუბრუნა, ნათქვამია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტი: ძირითადი პრიორიტეტები და მიმართულებები

„წარმოდგენილი დოკუმენტი გარკვეული შენიშვნებით ფინანსთა სამინისტროს დაუბრუნდება", – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

მისი სიტყვებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ხელახლა წარმოდგენილ დოკუმენტს და ბიუჯეტის კანონში შესატან ცვლილებებს კიდევ ერთხელ განიხილავს, რის შემდგომაც საკითხთან დაკავშირებით უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.

რა იცვლება ბიუჯეტში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიხედვით, ბიუჯეტში შემოსულობები გაიზრდება 92,8 მლნ ლარით, ასიგნებები კი – 223,1 მლნ ლარით.

სახელმწიფო ბიუჯეტი გათვლილია ეროვნული ვალუტის ახალი კურსით – 2,9638 GEL/$1.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
თბილისის პროექტების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2020 წელს გაიზრდება

ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტში შემოსულობები 92,8 ლარით გაიზრდება და დაახლოებით 13 მილიარდ ლარს მიაღწევს. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 52,7 მლნ ლარით გაიზრდება და 10,5 მილიარდით განისაზღვრება. ამასთან, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები არ შეიცვლება.

რაც შეეხება ბიუჯეტის ასიგნებებს, ისინი 223,1 მილიონი ლარით მოიმატებს და 13,3 მილიარდით განისაზღვრება.

ბიუჯეტის ცვლილების მიზეზები

ფინანსთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კვლავ 4,5%-ია, ინფლაციის საშუალოვადიანი მაჩვენებელი კი 4%-იან ნიშნულზე რჩება.

მთვრობის დამტკიცება პარლამენტში.  - Sputnik საქართველო
როგორ განაწილდება მილიარდები 2020 წლის ბიუჯეტიდან

მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო შემოსულობები ძველ ნიშნულზე რჩება, კონსოლიდირებული ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 30 მლნ ლარით გაიზრდება და 11,3 მლნ ლარს შეადგენს.

2019 წლის ბიუჯეტში დამატებითი რესურსების მობილიზება მოხდება ასევე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების შედეგად მიღებული შემოსულობების ხარჯზე. 2019 წელს იგეგმება 900 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების გამოშვება, დაგეგმილი 400 მლნ ლარის ნაცვლად.

რას მოხმარდება თანხა

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით თანხას მიიღებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. სკოლამდელი და ზოგადი განათლების ასიგნება 95 მლნ ლარით გაიზრდება და 845,5 მლნ ლარი გახდება. ეს თანხა მოხმარდება პენსიაზე გასული პედაგოგებისთვის კომპენსაციების გაცემას, ასევე პედაგოგთა ერთი ნაწილისთვის ანაზღაურების მომატებას.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
რა ბედი ეწევა დაგროვებით საპენსიო ფონდს საქართველოში

ბიუჯეტში გათვალისწინებულია სხვადასხვა პროექტის სარეალიზაციოდ ზოგიერთი სამინისტროს დაფინანსების გაზრდა.

მეტ თანხას მიიღებს ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ხარჯისა და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებისა და ღონისძიებების გათვალისწინებით.

20 მილიონი ლარით მოიმატებს ასევე ასიგნებები დაგროვებითი პენსიის სქემის თანადაფინანსებისთვის – გამომდინარე იქიდან, რომ სქემაში მოსალოდნელზე მეტი ადამიანი დარჩა.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები იზრდება 130  მილიონი ლარით, აქედან 60 მილიონი ლარი განკუთვნილია მუნიციპალური პროექტების დაფინანსებისთვის.

ამასთანავე, ლარის მერყევი კურსის გათვალისწინებით, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა იზრდება 43 მილიონი ლარით.

ყველა ახალი ამბავი
0