თურნავა: პრივატიზაცია ლარის კურსს გაამყარებს

გამოწერა
პრივატიზაცია არ შეეხება სტრატეგიულ ობიექტებს, მაგალითად, რკინიგზას ან ელექტროსისტემას, განაცხადა მინისტრმა

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. მთავრობის გეგმებშია რაც შეიძლება მეტი ობიექტის გატანა პრივატიზაციაზე, რაც ეკონომიკის გაძლიერებას და ლარის კურსის გამყარებას შეუწყობს ხელს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ამბიციური გეგმები გვაქვს. წელს არ მივდივართ ცუდად, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ. მე პირადად არ ვარ ბოლომდე კმაყოფილი. ჩვენ მივაღწიეთ დაჩქარებას უძრავი ქონების პრივატიზების მიმართულებით. 100 მილიონი უკვე ისეთი მიჯნაა, რომელიც მარტივად შესრულდება. რაც შეეხება სახელმწიფოს საკუთრებაში ჯერ კიდევ არსებული საწარმოების პრივატიზებას, აქ გვჭირდება ნამდვილი გარღვევა“, - განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

ნათია თურნავას შეხვედრა ბიზნეს-ასოციაციის წევრებთან - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებას ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში ბიზნესის იმედი აქვს

მისი თქმით, ხელისუფლება ამ საკითხზე აქტიურ მუშაობას იწყებს, მაგრამ საქართველოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებს პრივატიზაცია არ შეეხება.

„ეს არ შეეხება იმ რამდენიმე სტრატეგიულ საწარმოს, მაგალითად რკინიგზას, ელექტროსისტემას, რომელიც ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს ჩვენი მოსახლეობის წინაშე და მათი პრივატიზება ამ ეტაპზე არ იგეგმება, მაგრამ არის ძალიან ბევრი, 1000-მდე სხვა მცირე საწარმო, რომელმაც საწარმოს ფუნქცია უკვე დაკარგა, დახუნძლულია ვალდებულებებით და ეძებს თავის რეალურ პატრონს“, - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის ამ საწარმოებში შეიყვანოს კერძო სექტორი, რათა სამუშაო ადგილები შეიქმნას და საწარმოებს სიცოცხლე დაუბრუნდეს.

ექვს თვეში ლარი დოლარის მიმართ 10%-ით გაუფასურდა. თუ კი 1 აპრილს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის კურსი შეადგენდა 2,7029 GEL/$1, 1 ოქტომბერს მან უკვე მიაღწია 2,9770 GEL/$1.

გახარია: ეკონომიკური ზრდა მოქალაქეებზე უნდა აისახოს >>

ეროვნულმა ბანკმა უკვე ორჯერ შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი და საკუთარი რეზერვების ნაწილი გაყიდა, მაგრამ ამან მოკლევადიანი შედეგი გამოიღო.

ბოლოჯერ ლარმა ანტირეკორდს 26 სექტემბერს მიაღია - 2,9808 GEL/$1, ამის შემდეგ ლარი ცოტა ხნით გამყარდა და უკვე 1 ოქტომბერს თითქმის ამავე პოზიციას დაუბრუნდა. ამასთან ინფლაციის დონემ სექტემბერში დაგეგმილი 3%-ის ნაცვლად უკვე 6,4%-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0