ფრენები საქართველოში: პირველად 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში მგზავრთნაკადი შემცირდა

გამოწერა
სექტემბერში თბილისსა და ბათუმში ჩამოსული მგზავრების რიცხვმა კლება განაგრძო.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ბოლო 10 წელიწადში პირველად საქართველო მგზავრთნაკადის მაჩვენებლების გაუარესების წინაშე დადგა, განაცხადა კომპანია TAV-Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ.

სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ აგორებული აჟიოტაჟისა და საპროტესტო აქციების შემდეგ მოსკოვმა 8 ივლისიდან შეწყვიტა პირდაპირი ფრენები საქართველოსთან, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეაჩერეს.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
თურნავა: რუსეთთან ფრენების შეწყვეტამ საქართველო სერიოზულად აზარალა

„ბოლო სტატისტიკით, სექტემბერში გვაქვს 17-პროცენტიანი კლება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და 12-პროცენტიანი კლება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. აქვე გეტყვით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ცუდი სტატისტიკა გვაქვს. აგვისტოში იყო 20-პროცენტიანი კლება ბათუმში“, – განაცხადა ზაქარაძემ პირველი არხის ეთერში.

ზაქარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება, 2020 წელს ქვეყანას გაცილებით უკეთესი რიცხვები ექნება და საქართველოში მეტი ტურისტი ჩამოვა.

„მგზართნაკადის ასეთი შემცირება, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია რუსეთიდან ფრენების აკრძალვასთან და ვნახოთ, როგორ ჩავამთავრებთ წლევანდელ წელს“, – აღნიშნა ზაქარაძემ.

მიმდინარე წლის ცხრა თვეში თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობის 1%-იანი ზრდა შეინიშნება, ბათუმის აეროპორტში – 2%-იანი, აღნიშნა ზაქარაძემ.

„ამ ფრენებს, ალბათ, დავაბრუნებდი" – ლავროვი რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე >>

გასულ კვირაში გამოცემა КоммерсантЪ-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „საქართველოში გამოჩნდნენ შერაცხადი პოლიტიკოსები, რომლებიც პოზიციების გამყარებას აგრძელებენ". ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოსთან „აღადგენდა პირდაპირ ავიამიმოსვლას“, რომელიც ივლისში შეწყდა.

ყველა ახალი ამბავი
0